სამი სიკვდილი


image

სამჯერ ვნახე სიკვდილი საკუთარი თვალით.
ერთხელ ადამიანის, ერთხელ ცხოველის, ერთხელაც სიყვარულის.

სამივეჯერ მოვკვდი.

მერე ავდექი და სამივე გულის იმ არგასახსენებელი ამბების უშორეს კუნჭულში გადავისროლე, გამოვკეტე და ცხოვრება გავაგრძელე.

ეს არ არის ადვილი.
ძნელია.
სიკვდილივით ძნელი.

ან იქნებ სიკვდილი სულაც არ არის ძნელი, იმათთვის ვინც კვდება? იქნებ სიკვდილზე ადვილი არაფერია?
იქნებ ჩვენ, ცოცხლებს გვგონია ტრაგედია? იქნებ ჩვენ უფრო ვკვდებით..

ნეტავ, რამდენჯერ უნდა მოკვდეს ადამიანი, იმ, მთავარ, საბოლოო სიკვდილამდე. ნეტავ სად არის საზღვარი, სად მთავრდება , სად წყდება ადამიანი..

“მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ..”

სამჯერ ვნახე სიკვდილი საკუთარი თვალით.
სამივეჯერ მოვკვდი.

ნეტავ რამდენი სიკვდილი დამრჩა..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s