გაზაფხულია.საღამოა.წვიმს.


image

‘რა აზრი აქვს, რომ აპრილია, ქუჩას აწვიმს, და ფოთლებზე წვეთები ცრემლებს მივამსგავსე,
..მაინც ვერ მოგიყვები.’
გაზაფხულია.
ახლა ისეთია ყველაფერი, ისეთი.. როგორ ვთქვა.. ისეთი ცოცხალი, ისეთი ახალი, როგორც მზის სხივები დილაობით ფანჯრის მინებზე, ანდაც ჩიტების ჭიკჭიკი ადრე გაზაფხულზე.
ჰოდა, როგორ დავწერო, რომ ცუდათაა ყველაფერი. როგორ დავწერო მარტოობაზე.
თანაც, გაზაფხულზე, აბა, რა უნდა მარტოობას..
რა ესაქმება მარტოობას შუა აპრილში..მაშინ, როცა მზის სხივებმა სადაცაა ფანჯრის შუშა უნდა შემოამტვრიონ, რა უნდა მარტოობას ამ დროს?
არც არაფერი.
ჰოდა ავდექი და ქუჩას გავუყევი.
გაზაფხულია. საღამოა. წვიმს.
დავდივარ და რაღაცას ვეძებ, ფოთლებზე, სახურავებზე, აივნებზე, ქუჩაში.. დავდივარ და ვეძებ.
არა, მაინც რა დროს მარტოობა იყო ახლა.
‘რაღა დარჩა სათქმელი, როცა ყველა სიტყვა უკვე ნათქვამია.’
(ნაცნობი სიმღერა)
არაფერიც აღარ დარჩა.
არაფერს აქვს აზრი.

არც იმას, რომ დილაობით, მზის სხივები შენს სიცილს მაგონებს.

მოდი რა.
‘ და თუნდაც იმაზე ვისაუბროთ, როგორ აურიეს ამინდებმა..’
..
წავედი.

Advertisements

2 thoughts on “გაზაფხულია.საღამოა.წვიმს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s