ნერვები.აპრილი.კატა.


image

ერ ვწერ სამაგისტროს, ვერ ვწერ დღიურს, ვერ ვწერ ვერაფერს მხატვრულად ღირებულს.
ვერ ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, ვერ ვკითხულობ სტატიებს, ვერც პუბლიკაციებს..

ნერვები მეშლება ჩემს თმაზე.
თან საშინლად მეშლება.
ნერვები მეშლება, რომ არ არის იმდენად კარგი, რამდენადაც ვუვლი.
ნერვები მეშლება ჩემს ტანსაცმელზე, ყველაფერზე რაც მაქვს.
ნერვები მეშლება, რომ საშინელი ხასიათი მაქვს.
ნერვები მეშლება, რომ ასეთი წარმოუდგენლად არაპროდუქტიული გავხდი.

არა, მაინც როგორ შემიძლია  ასე არაფრის კეთება? რომ არსებობდეს რაიმე პრიზი უმოქმედობაში, თავს დავდებ, უკონკურენტო ვიქნებოდი.

გაზაფხულის ბრალია.
ვიცი.
ყველაზე ცუდი სეზონია გაზაფხული. არ მიყვარს.
არც აქეთაა არც იქით. მე კიდევ, ასეთ შუაში გაჩხერილ რაღაცებს ვერ ვიტან. არ მიყვარს, როცა თბილა. ან ძალიან სიცივე მინდა, ან ძალიან სიცხე.
ვერ ვიტან გაურკვევლობას.
20 მაისისთვის სამაგისტრო უნდა დავამთავროთ და ჩავაბაროთ.
არ ვნერვიულობ. არასოდეს მინერვიულია სწავლაზე. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ იგებ, ერთხელ წაკითხვითაც გაიგებ, თუ წერ, პირველივე ცდაზე დაწერ. და თუ ვერა, აზრი არ აქვს.
ამიტომაც არასოდეს ვიწუხებდი თავს.
როცა გავიგე რომ მათემატიკა არ მესმოდა შევეშვი. არასოდეს მიცდია გამეგო იმაზე მეტი, რაც  მჭირდებოდა. რაც არ გესმის არ გესმის. რაც არ ხარ, არ ხარ. ესაა.
ამ პრინციპით დავანებე პიანინოზე დაკვრას და ხატვას თავი. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მხატვარია და  ბავშვობიდან ვხატავდი, კარგადაც ვხატავდი. ერთ დღესაც მივხვდი, რომ მე მხატვარი არ ვიყავი, მივხვდი, რომ მე ვხატავდი უბრალოდ კარგად, საშუალოდ კარგად და არა ისე, როგორც საჭირო იყო.

ჰოდა ავდექი და შევეშვი.
ხანდახან ახლაც ვხატავ, ვინც მიყვარს ხოლმე იმათ. და ეს კარგადაც გამომდის..
დაკვრითაც ვუკრავ ხოლმე. იშვიათად მაგრამ მაინც.

და მერე არ ყველაფერზე ვწერ.

რაც ხდება ყველაფერზე ვწერ . და ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება წერის გარეშე.
ამას წარუმატებლობაც ვერ უშველის , როგორც დაკვრის და ხატვის შემთხვევაში.
ცუდად რომ ვწერდე, მაინც დავწერ, იმიტომ, რომ ვერ ვიცხოვრებ ამის გარეშე.
იცით როგორი გრძნობაა? მგონია რომ თუ არ დავწერე, არც ვიცხოვრებ. ანუ, არ ვიარსებებ თუ არ დავწერე.
ავადმყოფობაა.

ჩემს კატას სძინავს. უსაყვარლესია და მიხარია რომ მყავს.
ჰო, მართლა, ერთი თვის წინ ორი წლის გახდა.❤

image

Advertisements

2 thoughts on “ნერვები.აპრილი.კატა.

  1. არაფრის კეთებაში ჩემპიონობას ვერ წამართმევდით ანა 😊 კატა მეც ძალიან მიყვარდა. 9 წელი მყავდა და დღემდე ვთვლი რომ ბევრ ადამიანზე რამდენჯერმე ჭკვიანი იყო. ახლაც მენატრება ჩემი გაზრდილი კატა. კარგია რომ წერთ. მე ვერც მოვიცალე და ვერც მოვინდომე, თუნდაც ბლოგის დაწერა. არასაკმარისად ვინდომებ ეტყობა. არადა დუღს ჩემს შიგნით. სიზარმაცის, შეუსრულებლობის, ვერ გაკეთების, მონატრების თუ სხვა მიზეზთა გამო დუღს ჩემში და არც გადმოდის, რომ ქაღალდზე ან კლავიატურაზე გადმოვიტანო. ასე კი დუღს და მხოლოდ ხანდახან თუ გამოვა ორთქლი. ასე რომ როგორც გითხარით, კარგია რომ წერთ 😊

    Like

    • გმადლობთ, გაიხარეთ! მაინც მგონია რომ უნდა დაწეროთ, როგორც იტყვიან, გულის ჭიას გაახარებთ . თუ სურვილი გაქვთ წერის, ესეიგი გამოგივათ კიდეც 🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s