ცივა.


image

ერთი ნაბიჯიც რომ არ გადაგიდგამს, და მაინც დაიღალე, უნდა მიხვდე, რომ ყველაფერი ისეა,როგორც არ უნდა იყოს.

შუა გაზაფხულზე, მზიან დღეს, გამათბობელს რომ რთავ და მაინც გცივა, უნდა მიხვდე, რომ ყველაფერი ისეა, როგორც არ უნდა იყოს.

ღამის 4 საათზე რომ არ გეძინება, უნდა მიხვდე, რომ ყველაფერი ისეა, როგორც არ უნდა იყოს.

გულს მხოლოდ ტკივილისას  რომ გრძნობ, უნდა მიხვდე, რომ ყველაფერი ისეა, როგორც არ უნდა იყოს.

ზამთრის მოსვლას რომ ნატრობ,თოვლის გამო არა, ისე,  უნდა მიხვდე, რომ ყველაფერი ისეა, როგორც არ უნდა იყოს.

რომ გეკითხებიან როგორ ხარო, და შენ საერთოდ არ ხარ, აი მაშინ უნდა მიხვდე, რომ ისე კი არ არის ყველაფერი, როგორც არ უნდა იყოს, ისეა, თითქოს არაფერი არ არის, თითქოს ამასაც შენ იგონებ, გესმის?  თითქოს ცუდად იყოს ყველაფერი.. არადა ცუდად კი არა, საერთოდ არ არის.
აბდაუბდაა ჰო? უაზრობა. სიზმარივით.
სადაცაა მაისი მოვა.
ცივა.

Advertisements

3 thoughts on “ცივა.

  1. მეც ასე აბდაუბდად ვარ ამ შუა გაზაფხულზე და მგონი გაზაფხულის “სენია” ეგ. იმედია გადაივლის.
    და ჰო, კარგი გოგო ხარ შენ, კარგად წერ ❤

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s