‘ნუ ოცნებობ-მეთქი. ნუ’


image

‘ნუ ოცნებობ-მეთქი!
ნუ ათენებ ღამეებს.
ნუ წევხარ გაფართოებული თვალებით, ჭერს მიშტერებული.
დაანებე თავი შპალერის ფიგურებს, ნუ იმახსოვრებ, თორემ უკვე პარანოიაში გადაგივიდა.
აღარ იფიქრო.
საერთოდ დაანებე ფიქრს თავი!
თუ გინდა რომ იცოცხლო..
დილაა.
გაახილე თვალები.
აი ასე.
გაახილე და ადექი. ძალით ადექი. ააყენე შენი თავი.
ყოველ ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვაზე ნუ გწყდება გულზე ძაფები.
ხომ იცი, აზრი არა აქვს.
ახლა სარკეში ჩაიხედე. ჰო. ასე.
ნუ გეცოდება შენი თავი!
მიდი , წაისვი შენი საყვარელი პომადა, შეიღებე თვალები,
ისე გააკეთე ყველაფერი, როგორც საჭიროა,
არაფერი გამოგრჩეს,
არაფერი შეგეშალოს.
ისე შეიღებე თვალები, ტკივილი რომ დამალო. ცრემლგამძლე ტუშით.
ხედავ? აღარ ხარ ფერმკრთალი.
ცოცხალს ჰგავხარ.
ახლა ჩაიცვი.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და რაიმე ფერადი, ბედნიერებისფერი, გაზაფხულისფერი.
სარკეში გაუღიმე შენს თავს.
არა, ასე არა! უფრო გულწრფელად. თამამად, უდარდელად..
სხვებმა ხომ არ უნდა შეგატყონ, არა?
უდარდელად გაიღიმე. ასე.
ახლა წადი. მოგესალმებიან და გკითხავენ როგორ  ხარო, შენ ისე უნდა უპასუხო, რომ ისინი ვერ მიხვდნენ გესმის? რომ კარგად კი არა, საერთოდ არ ხარ..
იმათ არ უნდა გაიგონ! არავინ უნდა გაიგოს!
იარე.
წელში გაიმარათე და მშვიდი სახით წადი. თითქოს საქმეებზე ფიქრობდე.
იარე. ფეხი არ აგერიოს. არავინ შეგატყოს, რომ გეზიზღება ქუსლების კაკუნი სიარულისას და შენი სუნამოს სუნი.
არავინ შეგატყოს, რომ გინდა უკან გაბრუნდე, გაიხადო, მოიშორო ეს ყელში ამოსული მაკიაჟი, ძირს დაწვე და იტირო.
არავინ შეგატყოს ეს.
ისე იარე, ნუ გტკივა.
მერე რა, რომ მუხლებში ძალა არ გაქვს.
გეტყვიან, რომ კარგად ხარ გამხდარი და გთხოვენ დიეტა ასწავლო, უთხარი რომ ჯანსაღი კვების და ვარჯიშის დამსახურებაა.( აბა, იმათ ხომ არ ეტყვი რომ კვდები)
თამამად ილაპარაკე, არ გაჩუმდე, იცინე ხოლმე. გინდაც იფიქრონ რომ ცანცარებ.
ჰო. აი ასე. მომწონს.

ღამეა.
სახლში ხარ.
ნუ გიკანკალებს ხელები .
ნუ გტკივა გული ყოველ ამოსუნთქვაზე. ნუ.
ხომ იცი, აზრი არა აქვს.
მოიშორე ეგ ყელშიამოსული მაკიაჟი.
გაიხადე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. (მაინც ხომ გეზიზღება.)
აი ასე. დაემსგავსე შენ თავს.
ახლა კი,
ნუ ოცნებობ.
ნუ გტკივა.
ნუ გცივა.
ნუ ტირიხარ.
ნუ კვდები.
ნუ.’

Advertisements

2 thoughts on “‘ნუ ოცნებობ-მეთქი. ნუ’

  1. რთულია როცა ცდილობ არავინ არაფერი შეგატყოს..რთულია როცა ცდილობ ითამაშო და ისიც სხვების გამო..წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო

    Liked by 1 person

    • მადლობა დიდი. შენც წარმატებები და ბედნიერებები ❤ ძნელია, მაგრამ ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ეს გაძლიერებს. და ამ ე.წ. თამაშით ყველაფერს ერევი. შველის ეს ყველაფერი. ჩათრევას ჩაყოლა არ უნდა ამჯობინო. არ უნდა დაეცე და უნდა იბრძოლო. და ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ აღარ თამაშობ, მართლა კარგად ხარ 😀 კი. კარგად ვარ .

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s