მიმართვა ჩემს მკითხველს !


თუნდაც სულ 5 ადამიანი კითხულობდეს ჩემს ბლოგს, მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სულ მკითხულობენ და არ ტოვებენ არც-ერთ პოსტს. ძალიან მახარებს ეს ამბავი და უზომოდ მადლიერი ვარ მათი.
სოციალურ ქსელში მომდის ბევრი მესიჯი, ნაცნობებისგანაც და უცნობებისგანაც. ნაცნობები და ახლობლები მეკითხებიან ერთსა და იმავეს- რატომ არის ჩემი ბოლოდროინდელი  პოსტები სიყვარულის შესახებ, და რატომ არის დეპრესიული ხასიათის.
მინდა გავცე მათ პასუხი- ზოგი მოვლენის გაზვიადება და გამოგონება გვჭირდება, რომ რაიმე შევქმნათ. როცა წერ, ვერ დაწერ ყველაფერ რეალურს, მწერლობა თავის დაკარგვაა, და ამავე დროს პოცნაც.
ასე რომ, მინდა იცოდნენ ჩემმა მკითხველებმა, დეპრესიული პოსტი არ ნიშნავს რომ დეპრესიაში ხარ. სიყვარულის შესახებ პოსტი შეიძლება ფილმისგან ან წიგნისგან მიღებული შთაბეჭდილებების შედეგი იყოს, შეიძლება სიზმარში ნანახი დაწერო, ან უბრალოდ გინდოდეს სიყვარულზე წერა და დაწერო. ამისთვის არ არის აუცილებელი ყველაფერი ის რეალური იყოს , რასაც წერ.
ბოლოს კი გეტყვით- მომეცით რჩევები, გამაკრიკტიკეთ, შემისწორეთ, და უბრალოდ წაიკითხეთ. რა მნიშვნელობა აქვს რატომ ვწერ, მთავარია ვწერ !

სიყვარულით, ანა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s