ბავშვობა-ერთი ხელის გაწვდენაზე


image

ბავშვობის ქუჩაზე მივდივარ, და ყველა ტკივილს გზადაგზა ვტოვებ, იქნებ გზის ბოლოს ჩემი თავი ვიპოვო, დიდი ხნის დაკარგული.

რამდენი დრო გასულა.
რამდენი რა, 10 წელი, 12 . რა არის ცხოვრებისთვის 12 წელი ..
მაინც დიდი დრო გავიდა იმ ბავშვობის მერე, უდარდელის, მხიარულის, ბედნიერის..
მივდივარ ასფალტაყრილ ქუჩაზე და სადაც მივიხედები, ყველგან ჩემი უბრალო , თითქოს ყველაფერს მოკლებული და ამავე დროს ყველაფრით სავსე ბავშვობა მხვდება.
ახლა ისე ახლოა ბავშვობა, როგორც ..როგორც ტყემლის ხე, ჩემს ფანჯარასთან.
ერთი ხელის გაწვდენაზე.

რამდენი დრო გასულა..

მივდივარ მილიონჯერ გავლილ ქუჩაზე და გვერდით მომყვება ჩემი თავი, დიდი ხნის წინანდელი. 10 თუ 11 წლის არის. ვერ ვცნობ. არ მგავს. ვუყურებ და მიკვირს, როგორ შევიცვალე..სად დავკარგე ჩემი თავი, როდის დავკარგე, როგორ..
მხიარულია, ჩემსავით ეგოისტი და საშინლად ნერვების მომშლელი, მასაც ვერ იტანენ ზოგჯერ სახლში. ყველას აბრაზებს , სულ სარკეში იყურება და მერე გარეთ გარბის.  ბავშვებთან ერთად “კომპანიობანას” თამაშობს, გარაჟების სახურავებზე დარბის და მეზობლებს უთვალთვალებს. ფანჯრიდან ბებო და დედა ეძახიან ჩამოდიო, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავს. საშინელი ბავშვია. ეზოში სულ “ანუკის ” ყვირის დედამისი. მეზობელ ბავშვებთან ჩხუბობს და ცემა-ტყეპაც მოსულა. ამის მიუხედავად სულ იპრანჭება და ოცნებობს ლამაზი იყოს. გრძელი ქერა კულულები უნდა (ღმერთო ჩემო-ქერა.) თავის თავი ხან მოსწონს ხან არა, უფრო არა. საბოლოო ჯამში კი მაინც ნერვების ამშლელი ბავშვია..
მგავს კი, ახლა ვხვდები რომ ჩემი ასლია, თითქოს არც შევცვლილვარ. ცოტა გამოვსწორდი  კიდეც, უბრალოდ ის უფრო მხიარულია, ჯერ არ დაღლილა. ძლიერია, მთელი დღე რომ ირბინოს არც დაიღლება. თუთის ხეზე, კენწეროში 17 წამში ადის. (დაითვალა) , სადგურის ბაღში, ცაცხვის ხეც დაპყრობილი აქვს.

არა, იქ კი ახლაც ავიდოდი..განა არ შემიძლია. უბრალოდ, სირცხვილია.
ხედავთ? სირცხვილია მეთქი. მორჩა ბავშვობა.
პიტერ პენმა  თქვა- თუ გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ხეზე ასვლა სირცხვილია, მაშინ მე არასოდეს გავიზრდებიო.
ჰოდა ალბათ ცოტა გავიზარდე.
სხვა რა გზაა.

ბავშვობის ქუჩაზე მივდივარ, და ყველა ტკივილს გზადაგზა ვტოვებ. იქნებ გზის ბოლოს ჩემი თავი ვიპოვო. დიდი ხნის წინ დაკარგული.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s