წავალ..


image

უნდა ადგე და წახვიდე, როცა არავინ გეუბნება -“დარჩი რა”.

ჰოდა, მეც ავდგები და წავალ. ხვალვე წავალ. არ ვიცი რამდენი ხნით, მაგრამ წავალ.
იქ , ჩემს პატარა ქუჩაზე, სადაც ისეთს მიღებენ, როგორც ვარ, სადაც სულ კაკლის ფოთლის სურნელია და ოცნებები არ იცვლებიან.. სადაც ღამით ძაღლები ყეფენ , მატარებელი გუგუნებს და ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი, დღისით კი არაფერი ხდება. სულ არაფერი. მაგრამ მე ეს ქუჩა მაინც ყველა სხვა ქუჩაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.
გეცნოთ არა? ეს ხომ იცით უკვე. ჰო, ჩემს სოფელზე ვამბობ. პატარა ქალაქი რომ არის და მე სოფელს რომ ვეძახი. (ეს სიტყვა მიყვარს და იმიტომ).
ჰოდა წავალ.
იქ “ანუკი” ვარ. იქ ყველა ასე მიცნობს. მშობლების და იქაურების გარდა ამ სახელს არავინ მეძახის, მეც არ ვარ აქ, თბილისში “ანუკი” . მარტო იქ ვარ. აქ ასე რომ დამიძახონ, არც კი მივიხედები. იქ კი, არა “ანა” ან “Anna”,- “ანუკი ” ვარ.
ანუკი, რომელიც გარაჟების სახურავებზე დარბის მკვახე ტყემლის მოსაპარად, დამალობანას თამაშობს და არაფერი ადარდებს.

“მხიარული” და “ბედნიერი”.
ეს ორი სიტყვა..დამავიწყდა როგორი გრძნობაა იყო მხიარული და ბედნიერი ერთად. ანუკი კი ასეთია. იქ ყველას უყვარს, მაწანწალა ძაღლებსაც. ბევრ სისულელეს ამბობს და ვიღაცებს აცინებს, მაგრამ ისინი ამბობენ გულწრფელი ბავშვიაო. ჰო , იქ ბავშვი ვარ. იქ ვიღიმი, ისევ ისე მჯერა, რომ იმ ნაძვების ქვეშ განძი მარხია და ისევ ისე ვეძებ ძველ წიგნებში წერილებს, რომელებსაც მჯერა, რომ როდისმე ვიპოვი.
ხვალვე წავალ.
წავალ იმიტომ, რომ როცა იქიდან წამოსვლის დრო მოდის, ყოველთვის მეუბნებიან -“დარჩი რა”.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s