უაზრო პოსტი


***
პიანინოზე დაკვრას თავი დავანებე. მიყვარდა ძალიან, მაგრამ მივხვდი, რომ ისე ვერასოდეს დავუკრავდი, როგორც საჭირო იყო, ჰოდა ავდექი და თავი დავანებე.
მინდა ხოლმე დაკვრა, მაგრამ აღარ ვცდილობ, აღარ ვიბრძვი, აღარ ვწვალობ, აღარ ვარჩევ ნოტებს ათასჯერ გადაჯღაბნილ  ფურცლებზე. განა არ მინდა, განა არ მენატრება, მაგრამ რისთვისაც არ ხარ გაჩენილი, იმას უნდა შეეშვა.

***
ადამიანები რომ მეუბნებიან ხოლმე -ნეტა შენაო, ნეტა შენი სადარდებელი მოგვცაო, შენ რა გენაღვლებაო, თან ამას ისე ამბობენ, თითქოს იმათ იციან, და მე არა. თითქოს მეტი იციან ჩემზე და მე ვერ ვხვდები, ვერ ვიაზრებ , ვერ ვაფასებ.. ამ დროს მინდა ხოლმე შევაჯანჯღარო და ვუთხრა,-თქვენ რა იცით ან ჩემი და ან ვინმეს დარდი, რეებს ბოდავთ- მეთქი. ბოდვა არ არის? არ იციან, არც უკითხავთ  და  გადაწყვიტეს, რომ მე დარდი არ მაქვს. ასე წყვეტენ ხოლმე, გარედან აფასებენ. ფოტოზე რომ იცინი, ეგ გონიათ ბედნიერება. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ დარდი ზოგჯერ  არ ჩანს.

***
სადაცაა გაზაფხული დადგება.
რამდენი რამე შეიცვალა და ყველაფერი მაინც ისევ ისეა, როგორც იყო. ჩემი სოფლის გზადკეცილზე, ისევ 68 ლამპიონია, ისევ მწვანეა ნაძვები და ისევ ყველაფერი კარგად არის იქ, კარგად არის და მეც ავდგები და წავალ, ხვალ თუ არა ზეგ მაინც წავალ. ისიც მიმიღებს, ისეთს როგორიც ვარ, ჩემი დარდებით, ჩემი უსაშველო ტრაგედიებით, ჩემი ეგოისტობებითა და უხასიათო ხასიათით. აი ეს არ შეცვლილა .. ❤

***
სადაცაა გაზაფხული დადგება.
ნეტა მოვასწრო და ჩემი თავი დავიბრუნო.
ნეტა მოვასწრო. ესაა მთავარი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s