თებერვალი. სიჩუმე. ფანჯრები.


image

მაინც, როგორ შეუძლიათ თვეებს, იყვნენ ასეთი ერთნაირები, ასე გადაბმით ერთმანეთის მსგავსნი, ასეთი ჩუმები, ასეთი მშრალები, ასეთი მდორეები.

როგორ შეუძლიათ ისე გავიდნენ, რომ ვერც გაიაზრო, ვერც დაეწიო, ვერც-ერთი დღე ვერ დაიჭირო.
როგორ შეუძლიათ ასეთი ერთნაირობა, ასეთი სიჩუმე და სიმარტოვე.
ჰო, სიმარტოვე.
არ მესმის, როგორ შეუძლიათ ეს ყველაფერი..
ან მე როგორ შემიძლია ვიჯდე და ამ ყველაფერზე ვწერო.

თებერვალია.

და მე ახლაც მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვიჯდე ჩემს საწოლზე, ვხედავდე ჩემს წინ ფანჯარას, საწერ მაგიდას, სარკეს და ჩემს ორ კატას. მერე ვიღებდე ტელეფონს და ვწერდე ამაზე. და თან მიკვირდეს, მაინც როგორ შემიძლია, როგორ ვახერხებ ვიჯდე და ვწერო, ასე არაფერზე.

რა აზრი აქვს, რომ თებერვალია.

ალბათ მხოლოდ ის, რომ მალე მარტი მოვა. მარტი მოვა და ადამიანებს იმედი მიეცემათ, რომ მალე გაზაფხული დადგება. ნამდვილი გაზაფხული. მაისისნაირი.

თებერვალია.
ჩუმი, მდარე და ცივია თებერვალი. იანვარს გავს. დეკემბერსაც, ნოემბერს ხომ საერთოდ..

მაინც როგორ შეუძლიათ, როგორ..
ასეთი სიჩუმე,
ასეთი სიცივე,
ასეთი სიმარტოვე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s