არაპროდუქტიულების კლუბი


image

პოსტებს  სათაურად თვეების სახელებს ვარქმევ. ვერაფერზე ვწერ, უფრო სწორად , რაზეც ვწერ, ის არაფერია.
ამას  არაპროდუქტიულობას ეძახიან.
მეც ასე დამემართა.

-გამარჯობა, მე ანა ვარ და მე არაპროდუქტიული ვარ.
-გამარჯობა – მეტყოდნენ ისინიც. სხვა არაპროდუქტიულები, სხვა არანაყოფიერები, სხვა დაღლილები. რომ არსებობდეს რაიმე კლუბისმაგვარი, ასეთი ადამიანებისთვის.
და მე გავაგრძელებდი-
-ეს ყველაფერი რამდენიმე თვეა დაიწყო, ვეღარ ვწერ, ვეღარ ვხატავ, ვეღარ ვუკრავ, თქვენ წარმოიდგინეთ წიგნსაც ვეღარ ვკითხულობ ! ჰო, ვერც მხატვრულს..და თან ფეხებზე მკიდია რომ ასეა.

იმაზეც აღარ ვიდარდებდი, რომ  ვერ ვიტან ამ სიტყვას- “მკიდია” და მაინც ვიტყოდი.
სხვები შემომხედავდნენ თანაგრძნობით სავსე თვალებდით. იმიტომ, რომ ეცოდინებოდათ რას ნიშნავს ეს.
შუაში, განსხვავებულ სკამზე იჯდებოდა შუახნის ქალი, მომღიმარი სახით და ყველას ისე შემოგვხედავდა როგორც ავადმყოფებს. ეს ქალი ეტყოდა შემდეგ არაპროდუქტიულს მოეყოლა თავისი ისტორია, და ასე , ყველა სათითაოდ მოყვებოდა, როგორ დაკარგეს საქმის კეთების უნარი, როგორ გახდა მათთვის ყველაფერი ბუნდოვანი.
ეს იქნებოდა ყველაზე უაზრო შეკრება, ასეთ უაზრო შეკრებებს შორის.
ისეთივე უაზრო, როგორც ეს პოსტი, ან დღევანდელი ამინდი, ან ჩემი ბოლოდროინდელი სიზმრები, ან რომელიღაც მობეზრებული პოპმომღერლის სიმღერის ტექსტი..
ვიღაც დამაიმედებს და მეტყვის, რომ არსებობს უაზრო დღეები, ანდაც სეზონები.
ვიღაც მომისმენს და ხელს ჩაიქნევს, ამან რა ტვინი წაიღოო.
უმეტესობას გაუკვირდება, როგორ, ვინ მოგცა დაღლის უფლება, -რით დაიღალეო- იმასაც მკითხავენ. მე ვერ ვეტყვი კონკრეტულად რით, და ისინიც იფიქრებენ, რომ უაზროდ ვიქცევი.

ბოლო დროს რომ პოსტებს თვეების სახელებს ვარქმევ, ეს არაფერი.
ამას ეშველება.
მთავარი ის არის ,როდის მოვა დღე, როცა არ ვიტყვი , რომ ადრე ყველაფერი უფრო კარგად იყო. ადრე, თვეების წინ. თუ სეზონების. თუ წლების.

ბოლო წინადადება ვეღარ მოვიფიქრე.
არაფერია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s