4 am


tumblr_nszwapyckB1u54ryzo1_400
ღამის ოთხი. თუ დილის.
ჩემთვის ღამეა.
ამ დროს ადამიანების უმეტესობას სძინავს. მე არ ვიცი რა უფრო უკეთესია, როცა გინდა და ვერ იძინებ, თუ როცა არ გინდა და არ იძინებ. ალბათ ორივე თავისებურად  უსაშველო, უაზრო , გაურკვეველი მდგომარეობაა, რომელიც ნორმალურ ადამიანებს იშვიათად თუ გამოუცდიათ.

პირველად როდის მიხდვით, რომ ძილი არ გინდოდათ? უბრალოდ დროის კარგვად მიგაჩნდათ და ფიქრობდით, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლე იყო, იმისათვის, რომ ძილზე დაგეკარგათ?
ასეთი სისულელე სხვებისგანაც გამიგონია. გამხარებია- ვა, მართლა? მეც ზუსტად ასე ვფიქრობ-მეთქი..

“უძილობის მე-4-5 დღეს ადამიანს ეწყება ფსიქიკური დარღვევებიც. საძილე საშუალებების გამოყენება არ არის გამოსავალი. საჭიროა, სასწრაფოდ მიმართოთ ნევროპათოლოგს, გამოიკვლიოთ უძილობის მიზეზი და ერთად მოძებნოთ მისი აღმოფხვრის საშუალება. ექიმი-ჰიგიენისტები გვირჩევენ, დღე-ღამეში სრული 8 საათი გვეძინოს. ასეთია, მათი აზრით, ჯანმრთელი ადამიანის ფიზიოლოგიური ნორმა.”

მონაკვეთი ერთ-ერთ სამედიცინო საიტზე გამოქვეყნებული სტატიიდან, უძილობის შესახებ, რომლის მიხედვითაც , მე, სრულფასოვანი გიჟი უნდა ვიყო. იმიტომ, რომ ღრმა ბავშვობიდან, არასოდეს, არასოდეს მდომებია ძილი. მძინავს საშუალოდ ღამის 5 დან, დილის 10 საათამდე , ისიც პატარ-პატარა გაღვიძებებით.
მქონია პერიოდი როცა, ზემოთ ხსენებულ რეჟიმშიც ჩამდგარვარ თვითნებურად, მაგრამ ასეთი რეჟიმებიდან ძალიან მალე ვბრუნდები უძილობის სამყაროში, ბუნდოვან, გაურკვეველ, ბნელ , ჩუმ სამყაროში, სადაც გგონია, რომ მარტო ხარ, არავინ და არაფერი გიშლის ხელს, სადაც არავინაა და შენც შენ თავს უბრუნდები..
და ასე იწყება ღამის 4- ის ქრონიკები.

ღამის 4 -ზე ყველაფერი გახსენდება. ღამის 4-ზე ზუსტად იცი რა უნდა დაწერო ბლოგზე, წინადადებები მოდის და მოდის თავში, გიტრიალებს, ლაგდება .. ღამის 4-ზე ზუსტად იცი რა გინდა, ზუსტად იცი შპალერის ფიგურების განლაგება, მთვარის შექზე რომ იმახსოვრებ..ზუსტად იცი, რომ ჭერში ყურება ყელში ამოგივიდა  როცა გათენდება, შენი შეგროვებული წინადადებები და აზრებიც გაქრებიან და შენც ვეღარაფერს დაწერ ბლოგზე..
ზუსტად იცი რომ საშველი არ არის! და რომ სრული სისულელეა, უაზრობაა და უბედურებაა გეღვიძოს ღამის 4 -ზე.

მაგრამ მაინც გღვიძავს. და ყველაზე დიდი სისულელე ის არის, რომ არც გინდა სხვანაირად იყოს.

“როგორც უკვე აღვნიშნეთ ღამისთევის დროს ტვინს საკმარისი ენერგია არ მიეწოდება. ენერგიის უკმარისობა ტვინის წინა ნაწილში (პრეფრონტალურ ქერქში),რომელიც განსჯასა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებას არეგულირებს,იწვევს თქვენი საღი აზროვნების დაქვეითებას.”

მეცნიერები და ექიმები ამბობენ, რომ უძილობის შემთხვევაში დავკარგავთ ემოციურ  სტაბილურობას, დაგვერღვევა ცირკადული რითმი ( ტვინის უჯრედების შეთანხმებულად მუშაობა) , რაც გამოიწვევს ტვინის ფუნქციონირების დარღვევას. ვერ გადავჭრით მარტივ პრობლემებს, გამოიწვევს ხარვეზებს მეხსიერებაში..ერთი სიტყვით , მაგრად დაგვერხევა 🙂

ამ ყველაფრის მერე, თუ კი მაინც იფიქრობ, რომ ძილი არ გინდა, ესეიგი უკვე დაწყებული გაქვს ცირკადული რიტმის რღვევა ^^

ღამის 4 -ის ქრონიკები , როდისმე, რა თქმა უნდა დამთავრდება. ისე, როგორც ყველაფერი მთავრდება. ის დღეც მოვა, როცა მეც მომინდება ძილი, როცა ფეხებზე მეკიდება, რომ ღამით  სხვა სამყარო იღვიძებს, რომ გარეთ ჭრიჭინების ხმა უშორეს დროსა და  ჩემს სოფელს მახსენებს, რომ ამ დროს ღია ფანჯრებიდან სულ სხვა, განსაკუთრებული სურნელი შემოდის, რომ ღამე ძალიან, ძალიან ლამაზია, ძალიან სევდიანი და მე კი არ მომწონს, მიყვარს ეს სევდა.. რომ მთვარეც მიყვარს და ახლავე ავდგებოდი, ღამის 4-ზე ავდგებოდი და “მთვარის სონატას” დავუკრავდი, ღამის 4 რომ არ იყოს და მარტო რომ ვცხოვრობდე..
მერე რა რომ მეშლება .

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s