იანვარი


1044932_233714640152517_7710855778725239101_nზოგჯერ ისეც ხდება,
გეკითხებიან- როგორ ხარო,
შენ გინდა უპასუხო რომ საერთოდ არ ხარ..
მაგრამ პასუხობ, რომ კარგად ხარ.
ასე უფრო ადვილია და იმიტომ.

მარტოობაზე მინდოდა დამეწერა. ადამიანურ მარტოობაზე, ყველზე საშინელი რომ არის, იმაზე.
სადღაც არის გადაკარგული სიტყვები : “მხიარული” და “ბედნიერი”.
“დაღლილი” და “მარტო” – ესენი უფრო ნაცნობია.
და რა, განა რაიმე უცნაურია ამაში? ანდა უჩვეულო?- არა.. ეს არის ადამიანად ყოფნის ყველაზე დიდი დარდი- მარტოობა.

“რა აზრი აქვს, რომ უსაშველოდ ლურჯია ცა, და ქუჩა ახლახანს ნაწვიმარი, შენ თუ არ მოგიყვები..”

იანვარი მიყვარდა. აღარ მახსოვს როდის. ალბათ მაშინ, თოვლი როცა მიყვარდა.. ახლაც მიყვარს, არ იფიქროთ , რომ სულ წყალწაღებული ვარ და ბოლომდე გავიზარდე.. მიყვარს , მაგრამ აღარ შემიძლია, აღარ მაქვს თავი სიყვარულის.
..
სევდიანი სეზონები არსებობს. აი ისეთი, ზიხარ, ხელებში არ გაქვს ძალა რომ აიღო ფურცელი, კალამი და დაწერო. ვერ სწევ ხელებს, მარტო ზიხარ და ფიქრობ, რატომ არის ასეთი უსაშველო ეს ყველაფერი.
..
იანვარია. არაფერია უჩვეულო ამაში, არც იმაში , რომ აღარ შეგიძლია, რომ ითმენ, რომ მარტო ღმერთი დაგრჩა და რომ არც არავინ გინდა მეტი..
არაფერია ამაში გასაკვირი.

მაინც მგონია, რომ თბილია ამ წელს იანვარი.

Advertisements

2 thoughts on “იანვარი

  1. ძალიან შემიყვარდა შენი ბლოგი,მართლა …
    მინდა ულევი სიხარული და ბედნიერებისგან დაღლა გისურვო.
    და სულ გახსოვდეს,რომ ესეც აუცილებლად გაივლის ❤ ))

    Liked by 1 person

    • დიდი მადლობა ^_^ მიხარია რომ მოგწონს ❤ კი, ყველაფერი გაივლის ! შენც დიდ ბედნიერებას გსურვებ ! შენს საინტერესო ბლოგთან ერთად ^_^ ❤

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s