ოგიუსტენ`


42631226_1960673000621871_1793754715641610240_n

მა გვერდზე გადაიწიე- მეუბნება და გვერდულად მიყურებს.
ვიწევ და ვუღიმი-ასე?
მოდის და ნელა მისწორებს თმას, ისე, რომ თვალებში არ მიყურებს – აი ასე!
მეცინება და მიხარია, რომ არსებობს.

ოგიუსტენი ფრანგია. ყავისფერი თმა აქვს და ჭაობისფერი თვალები. ფერმკრთალია , ისეთი როგორც ნამდვილ ფრანგი უნდა იყოს , მაღალი და გამხდარი . სულაც არაა ისეთი, როგორი ბიჭებიც მომწონს. მაგრამ ..დავინახე თუ არა , რომ იტყვიან, დამატყვევა!
ინგლისური კარგად იცის. ჩემზე კარგად. ბევრად კარგადაც კი. მე საერთოდაც , საშუალოზე ცუდად ვლაპარაკობ ინგლისურად, მაგრამ, საკმარისად კარგად იმისათვის, რომ ოგიუსტენმა ჩემი გაიგოს.

ბალახზე ვწევართ. ასე ვოცნებობთ ხოლმე. გულაღმა მწოლიარეები, ცას მიშტერებულები.
თავის ოცნებებზე არასოდეს მიყვება, მეუბნება გაცვდებაო. ცას რომ უყურებ და ოცნებობ , ცა იმახსოვრებს და სადღაც შენი ოცნება იწერებაო.
მჯერა.

ვარსკვლავები არ არის. რომ იყოს, ოგიუსტენი მკითხავდა, ვოცოდი თუ არა , რომ წინათ ვარსკვლავებს ციური ნავიგაციისთვის იყნებედნენ. მე ვეტყოდი, რომ არა. და ის მომიყვებოდა ყველაფერს ვარსკვლავების შესახებ. მე ვერაფერს გავიგებდი, მხოლოდ იმას ვიფიქრებდი , ბედნიერებაა რომ არსებობს – მეთქი.
წამოვჯექი. მის ხელს ვიღებ და ვაკვირდები.

მიღიმის.

-მომიყევი შენს გოგოზე- ვეუბნები და ხელს თვალს არ ვაცილებ.
ცაში იყურება, თვალები უბრწყინავს.

– მაინც რა მოგიყვე? ჩვეულებრივი გოგოა. შენნაირი ჭკვიანი არაა..
მივხვდი რომ ჩემი გახარება უნდა და იმიტომ მეუბნება.
-მე რა ჭკვიანი ვარ? – მეცინება.
– ჰო, არც ისე- ისიც იცინის.
-იმასთან ერთადაც უყურებ ხოლმე ცას? -ყელში ბურთი გამეჩხირა.
– არა. ის სხვანაირია. სასწაულების არ სჯერა. მხოლოდ მიზნები აქვს. მხიარულია , სულ იცინის.. შენნაირი მტირალა კი არაა .

მეცინება და თან ტირილი მინდა. მგონია რომ უიმისოდ ვეღარ ვიოცნებებ..
-როდის მიდიხარ? – ვეკითხები , მიუხედავად იმისა რომ პასუხი ვიცი.
-ზეგ.
არ ვეუბნები არ წახვიდე-მეთქი. ვიცი რომ უნდა წავიდეს და ვეღარასოდეს ვნახავ. ნეტავ მეც “გამცვალონ” ასე, რომელიღაც ფრანგ სტუდენტში..
-ხვალ არ გნახავ. ვეუბნები და თვალები ცრემლით მევსება, მინდა ავდგე და გავიქცე..
წამოჯდა – ადამიანები ყოველთვის მიდიან- ჩუმად მეუბნება.

მერე დგება და ზემოდან დამყურებს. მეც ვდგები. არ მინდა ჩავეხუტო, მაგრამ მოდის და მეხვევა.  მე ყურები მიგუბდება და ტირილს ვიწყებ.
წავიდა.

ვუყურებ და ვგრძნობ როგორ მიაქვს თან ყველაფერი, რაც იმ სამყაროდან მქონდა მოპარული, რომელსაც ის ეკუთვნოდა.

-ოგიუსტენ !- არ ვიცი ვფიქრობ თუ ხმამაღლა ვამბობ. ალბათ ვფიქრობ, რადგან არ იხედება.

Advertisements

7 thoughts on “ოგიუსტენ`

  1. ეს აშკარად ახალი თარგმანია ხო? წიგნიდნა არის ეს სიტყვები ამოღებული?

    Like

Leave a Reply to ANDROMEDA Cancel reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s