ზამთარი. წვიმა. ფანჯრები.


არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, მაგრამ მგონია, რომ ყველა სევდა ზამთარში ახსენდება ადამიანს.

ადრე ვწერდი რომ ზამთარი მიყვარდა. ახლაც მგონია რომ მიყვარდა, მიყვარდა ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ყველაფერი კარგად იყო.
წარმოიდგინეთ, რომ გიყვარდათ ადამიანი, ძალიან გიყვარდათ. მაგრამ იმდენი ცუდი მოგონება დაგიგროვათ, იმდენად გატკინათ, რომ ახლა აღარც გიყვართ და ვეღარც ივიწყებთ. სადღაც შუაში ხართ გაჩხერილი და ვერც წინ მიდიხართ და ვერც უკან.
image
ასეა ჩემთვის ზამთარიც. ადრე ზამთარი ჩემი იყო და მეც ზამთრის ვიყავი. მაგრამ, ახლა,  როცა ვიცი რომ ერთ თვეში მოვა, მოვა მთელი თავისი დიდებულებით, მთელი თავისი იდუმალებით, სითეთრით, სიცივითა და მარტოობით, მეშინია მისი.
წარმოგიდგენიათ? მეშინია იმის , რაც ადრე ძალიან მიყვარდა.
ასეც ხდება ალბათ. აი წვიმა. ადრე წვიმაც მიყვარდა. დავდიოდი, თვალებს ვხუჭავდი და სახეს ცას ვუშვერდი. მიხაროდა წვიმა. გაქცეულ გამვლელებს ამაყად გადავხედავდი ხოლმე- ნახეთ! მე წვიმის არ მეშინია! ბედნიერი ვარ რომ ვსველდები, რომ მცივა, და არც-ერი წამით არ ავუჩქარებ ფეხს!
იცით , როგორ მიყვარდა წვიმა ?
და ახლა, ამ წუთას, იცით როგორ მეშინია მისი ?
იცით როგორ მინდა გამოტოვოს ღმერთმა ზამთარი..მარტო წელს..
ზოგჯერ ისე გვინდა ადამიანებს მზე, ისე გვინდა სითბო ,ისე გვინდა რაღაც ათბობდეს, ზამთრის გამოტოვებაც კი შეიძლება ვინატროთ..
რას არ იტყვის არა ადამიანი? რას არ ინატრებს და რას არ მიედმოედება..
ფანჯრები დახურულია. მოპირდაპირე სახლს ვუყურებ. ფანჯარაში სინათლე მკრთალად ანათებს. ვფიქრობ, რომ შეიძლება იმ ფანჯრიდანაც უყურებს ვიღაც ჩემს ფანჯრებს, და ამის შესახებ არც მე ვიცი, და არც მან.
იქნებ მასაც ეშინია ზამთრის.
რას არ იფიქრებს ადამიანი..

Advertisements

4 thoughts on “ზამთარი. წვიმა. ფანჯრები.

  1. ყველაფერი ხდება )
    მთავარია ის იპოვო რაც გაბედნიერებს,ან ის ვინც გაბედნიერებს და მერე აღარაფრის შეგეშინდება,ზამთარიც შეგიყვარდება და აღარც შეგცივდება იმიტომ,რომ შიგნიდან იქნები გამთბარი და დეკემბრის სუსხი შენს ბედნიერ და გამთბარ გულს ვერაფერს დააკლებს :*

    Like

    • ჰო. მართალი ხარ. ვიცი მაგ სითბოს ფასი და ამიტომ დავწერე ეს ყველაფერი.. (სამწუხაროდ) შენ გმადლობ ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤❤

      Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s