Disney channel-ის 10 ფილმი, რომელიც გაგამხიარულებთ


1997 წლიდან,   Disney Channel Original Movies-მა 97 ფილმი  გადაიღო. 2015 წელს ველოდებით კიდევ ხუთს.
ყველას გვსურს ხანდახან ბავშვობაში დაბრუნება, მე ამას დისნეის მეშვეობით ვახერხებ ხოლმე. ჩემი თაობის თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი, რაც Disney channel-ზე გასულა. მე ავარჩიე 10 ყველაზე მხიარული ფილმი მათ შორის.  უყურეთ, და ცხოვრებაც უფრო ლამაზი გახდება 🙂 თანაც, დისნეის ფილმები ხომ უფრო მეტს გვასწვალის, ვიდრე ეს ერთი შეხევდით ჩანს.
და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ – ჩვენ არასოდეს ვიქნებით დიდები დისნეის ფილმებისათვის !
ფილმის სანახავად დააჭირეთ სათაურს !

1. Geek charming/მომხიბვლელი ჭკუისკოლოფი (2011)

MATT PROKOP, SARAH HYLAND
ფილმი შეუმჩნეველი ჩკუისკოლოფი ბიჭის და ლამაზი, მდიდარი პოპულარული გოგოს შესახებაა. ისინი ვერ იტანენ ერთამენთს, მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ წარმატებისთვის ერთმანეთი სჭირდებათ. მართალია მომხიბვლელი ჭკუისკოლოფები რეალურ ცხოვრებაში ,მგონი, არ არსებობენ, (მე არ მსმენია) , მაგრამ ფილმში ეს ყველაფერი ძალიან კარგი სანახავია.

2. How to build a better boy/ როგორ შევქმნათ უკეთესი ბიჭი (2014)

uk_hbbb_brs_gbl
ორი მეგობარი გოგო გართობის მიზნით გადაწყვეტს კომპიუტერულ პროგრამაში შექმნან იდეალური ბიჭი. მალე აღმოაჩენენ რომ ეს გართობა არ არის და ეს ბიჭი ნამდვილად არსებობს.

3. Starstruck / ვარსკვლავური დაავადება (2010)

StarStruck_2_by_dreamincalifornia
ძალიან მხიარული და რომანტიკული ფილმი. 17 წლის ვარსკვლავი კრისტოფერ ვაილდი შემთხვევით ხვდება  16 წლის ჯესიკას, რომელიც ჩვეულებრივი გოგოა და სულაც არ მოსწონს ვარსკვლავი კრისტოფერი.
4. 16 wishes/ 16 სურვილი (2010)

Wiki-background
რამდენად სწორად ვირჩევთ სურვილებს? ფილმი არის გოგონას შესახებ, რომელსაც 16 ერთი შეხედვთ აუსრულებელი სურივილი აქვს. თუმცა მის  დაბადების დღეზე სასწაული ხდება.

5. Teen beach movie/ თინეიჯერები, სანაპირო, ფილმი (2013)

TBM_album_cover
მუსიკალური ფილმი 15 წლის შეყვარებული წყვილის შესახებ, რომლებიც დროში გადავლენ და 60-იანი წლების ფილმში მოხვდებიან. ერთი შეხევდით მომხიბვლელი სამყარო თუ რეალური ცხოვრება? ეს მათი არჩევანია.

6. Princess Protection Program  / პრინცესას დაცვის პროგრამა (2009)
nini-princess-protection-program-6740054-1280-1024
16 წლის კარტერი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ყიდის სათევზაო სატყუარებს და ცალმხრივადაა შეყვარებული.  ერთ დღეს კი თავის ოთახში პრინცესა როზალინდა დახვდება. შეუძლიათ პრინცესებს იყვნენ ჩვეულებრივი გოგონები?

7. Radio Rebel /რადიო მეამბოხე(2012)
RadioRebelDvd
16 წლის გოგონას ამბავი, რომელსაც არ შეუძლია იყოს ის, ვინც სინამდვილეშია. ფილმიც სწორედ ამას გვასწავლის, არასოდეს შეგვეშინდეს საკუთარი თავის.

8. Cloud 9 /მეცხრე ღრუბელი (2014)
POST_News

“არაფერია შეუძლებელი” – სნოუ ბორდის ჩემპიონ გოგონას გუნდიდან აგდებენ და მდიდარი შეყვარებულიც შორდება.ის ძაღლების მომვლელ ბიჭთან ერთად გადაწყვეტს დაიწყოს ვარჯიში და მიზანს მიაღწიოს.

9. Zapped /ჯადოსნური აპლიკაცია (2014)
SPENCER BOLDMAN, ZENDAYA
ზოი ყველანაირად ცდილობს შეცვალოს თავისი ნახევარძმები და მამინაცვალი. ელექტრო ჩართვის დროს მისი სმარტფონი ვარდება წყალში. ამის შემდეგ მას შეუძლია ბიჭებს გააკეთებინოს ის, რაც სურს. თუმცა, ზოგჯერ ადამიანები ისეთები გვჭირდება, როგორებიც არიან.
10.  Frenemies / მეგობარი მტრები (2011)
FRENEMIES121911
რამ შეიძლება აქციოს საუკეთესო მეგობრები მტრებად? ორი თინეიჯერი მეგობარი და ეს ფილმი აუცილებლად დაგვაფიქრებს მეგობრობაზე.

რთი სიტყვით, როდესაც ცუდ ხასიათზე იქნებით, ჩართეთ დისნეის ფილმები და დაინახავთ რომ  ცხოვრება ძალიან მხიარული,  ნათელი და თავგადასავლებით სავსეა 🙂

Advertisements

3 thoughts on “Disney channel-ის 10 ფილმი, რომელიც გაგამხიარულებთ

  1. დისნეიიი! ერთი ხსენება და მაშინვე ის კადრები მახსენდება როგორ ვდგებოდი დილაუთენია ამ არხის საყურებლად,ზეპირად რომ ვიცოდი პროგრამა რა როდის გადიოდა,მშობლებთან გაუთავებელი ჩხუბი გადართვა-გადმორთვაზე და ოცნება იმისა,რომ რომელიმე ფილმის რეალობაში მოვხვედრილიყავი. მერე რაღაც-რაღაცები შეიცვალა და მოვწყდი ამ არხს და სწორედ ესაა იმის მიზეზი,რომ ამ ჩამონათვალიდან ბევრი ფილმი არ ვიცი,ახლები უმეტესად. მაგრამ ძალიან გამეხარდა,რომ “პრინცესის დაცვის პროგრამა” და “თინეიჯერები,სანაპირო,ფილმი” ამ სიაში ვნახე. მოკლედ,კარგი პოსტია,ბავშვობაში დამაბრუნებელი.💙

    Liked by 1 person

    • დიდი მადლობა ❤ მეც ძალიან ძალიან მიყვარა დისნეი. სრიალებსაც ვუყურებდი და ფილმებსაც. მულტფილმებსაც ❤ ახლაც ვუყურებ ხოლმე ფილმებს და სულ კარგ ხასიათზე მაყენებს. რაც არ გაქვს ნანახი აქედან გირჩევ ნახო. განსაკუთრებით Geek charming , და ‘როგორ შევქმნათ იდეალური ბიჭი’ ეს ორი ძალიან კარგია ❤ თან მაგ ლინკზე ქართულად დევს. მოკლედ დისნეი კარგია ^^

      Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s