უსამართლობები ანუ- სტუდენტების დანგრეული ოცნებები


8cf1db0f0a6ed86eab8d446491d37bfd        მქვეყნად ბევრი უსამართლობა ხდება. მე დავწერ იმ უსამართლობებზე, რომლებიც ძალიან, ძალიან მაწუხებს და ვფიქრობ რომ ამას რამე უნდა ეშველოს, თუმცა სხვები ასე არ ფიქრობენ, ამაზე არავინ არაფერს ფიქრობს, ან თუ ფიქრობს და ამბობს, ისე ცოტა, რომ ვერავინ გაიგებს, თუნდაც იყვირონ.
რომ არ იფიქროთ, გაბრაზებულ გულზე წერსო, გეტყვით რომ მე ამ მხრივ არ დავჩაგრულვარ. იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო. თუმცა, გამოვიარე ბევრი ბრძოლა და შევეფეთე ბევრ უსამართლობას, დავინახე როგორ იქცა ბევრი ადამიანი ამ უსამართლობების მსხველპლი.
ვფიქრობ, რომ უსამართლობაა, როცა უნივერსიტეტში, (სამსახურში) 2 წუთიანი გასაუბრების შედეგად წყვეტენ მიგიღონ თუ არა. ზოგჯერ ამას 1 წუთს  უთმობენ ,ზოგჯერ არც კი გიყურებენ ზედ, დაგისვამენ შაბლონურ კითხვებს და მორჩა. ან კი, ან არა.
ეს ყველაზე გაუგაბარი უსამართლობაა უსამართლობებეს შორის. როგორ შეიძლება გაიგო ადამიანის აზროვნება, ადამიანს ნიჭი, ადამიანის მოტივაცია 2 კითხვის დასმით? თანაც, როგორ შეიძლება 100 ადამიანი გაიცნო , მიხვდე ვინ ვინ არის, ვინ  რას ფიქრობს, რა იცის, რაზე ოცნებობს ..ერთი და იგივე კითხვის დასმით? ისინი ხომ ინდივიდუალური ადამიანები არიან, პიროვნებები და არა რობოტები. გასაუბრება არ უნდა იყოს ინტერვიუ-ანკეტა.☺

ეს დანაშაულია,  დაუნგრიო ადამიანს ოცნებები, არ მისცე შანსი, ეს დანაშაულია! შენ არ იცი მისი ოცნებების შესახებ, არც მისი სიზმრების შესახებ არც მისი გეგმების და მიზნების შესახებ! და ისე, რომ არც კი უყურებ ზედ , არც ეკითხები “ვინ ხარ შენ?” .. არც ეკითხები, ისე უშვებ უკან.. და სულ არ გადარდებს ის , თუ რა ხდება მის სულში.
უსამართლობაა როცა სამხატვრო აკადემიაში ერთი, სტანდარტული, ჩარჩოში მოქცეული და წესად ქცეული ნატურმორტის “გადახატვა ” წყვეტს ბავშვის ბედს. მხოლოდ ტექნიკური დამუშავებაა მხატვრობა?
არ გიფიქრიათ რომ შეიძლება გქონდეს უდიდესი ნიჭი ფერწერაში და უბრალოდ რაიმე შეგეშალოს, როცა დოქს და ვაშლს იხატავ? ..თან მაშინ როცა ერთი პატარა შეცდომაც  საბედისწეროა.
არ გიფიქროათ რომ როცა სტუდენტს “ესსეს” უწუნებ , შეიძლება ისეთი ლექსი დაწეროს, რომ გული და სული აგიფორიაქოთ და მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყოთ?
ესსეს წერა ხომ უბრალოდ ტექნიკაა, უბრალოდ მშრალი, ანალიტიკური (ესაც საკითხავია) აზროვნების მაჩვენელი და ყველას შეუძლია ისწავლოს. მას არაფერი აქვს საერთო შემოქმედებასთან, თქვენ კი ამას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებთ.
არ გიფიქრიათ რომ რაიმე უნდა შეიცვალოს? რომ ასე ბევრ ნამდვილ ნიჭს გაუშვებთ ხელიდან?
ძალიან ნიჭიერი ბავშვები ვერ ხდებიან მსახიობები იმიტომ, რომ ადგილი მხოლოდ 20 -ია; ვერ ხდებიან მხატვრები იმიტომ,  რომ ცუდ ადგილას მოხვდნენ და კარგად ვერ დაიანხეს სტანდარტული ნატურმორტი , რომელიც ყოველთვის ერთი და იგივეა და ყოველთვის საზღვრებში მოქცეული; ვერ გახდნენ მწერლები იმიტომ,  რომ ესეს პრინციპები არ იციან.
არ გიფიქრიათ რომ მათ უფრო მეტი იციან, ვიდრე ამას თქვენი წესები მოითხოვს, და ამ “მეტს” უბრალოდ დანახვა სჭირდება?
ან მხოლოდ დანახვის სურვილი.

Advertisements

2 thoughts on “უსამართლობები ანუ- სტუდენტების დანგრეული ოცნებები

  1. ალბათ სტუდენტთა უმრავლესობისათვის მტკივნეულია დასაქმების თემა, მით უმეტეს თუ შენს ენთუზიაზმს მხოლოდ პიარ კამპანიისთვის იყენებენ )) ერთ-ერთმა სამედიცინო ორგანიზაციამ ერთი წლის წინ მემორანდუმი გააფორმა ერთ უნივერსიტეტთან, მთელი დარბაზი შეივსო დასაქმების, ან პრაქტიკის გავლის მსურველი სტუდენტებით, აპლიკაციებიც შევავსეთ, მაგრამ რატომღაც დაპირებულმა “საზაფხული სტაჟირებამ” ასე რომ ვთქვათ “დაყვინა” და უსასრულო დროით გადაიდო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ამავე კომპანიას ამ სასწავლო წელსაც კვლავ “ცრუ იმედები” ჩაუნერგოს სტუდენტებს ))
    მეორეს მხრივ მინდა ავღნიშნო, რომ ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევენ ის ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად აღწევენ საკუთარ მიზანს ❤

    Like

    • გეთანხმები ❤ აქ ყურადღება უფრო უნივერსიტეტებზე გავამახვილე, მაგრამ დასაქმების პრობლემაც ნამდვილად დგას. იგივე შემიძლია გავიმეორო სამსახურებზეც. რასაკვირველია ცოდნაც ფასობს, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც უნდა ფაასობდეს. ბავშვები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. არ არსებობს შეთავსებითი სამსახურები სტუდენტებისთვის, ან თუ არსებობს ღამის ცვლა უწევს, ან საღამოს 11 საათამდე მუშაობა. აქ სამწუხაროდ არავინ ფიქრობს რომ მომავალ თაობას ხელი შეუწყოს..

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s