რატომ არ მივდივარ სხვაგან


                                                   36555_103486963142127_56652367_n
იფიქრია შემეცვალა ჩემი ცხოვრება. მარტო ცხოვრებაზეც მიფიქრია. ისიც მიფიქრია, ნეტავ სხვების თვალით როგორია ჩემი ცხოვრება მეთქი. მაგრამ ბოლოს, მაინც ისე ვტოვებ ყველაფერს, როგორც არის.
მაინც როგორია ის? და რატომ ვტოვებ მას უცვლელად? ამაზე ვფიქრობ ხოლმე. ხშირად არა, მხოლოდ ზოგჯერ ვფიქრობ. მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრია და მეტი არაფერი. იმიტომ რომ მომწონს ასე, მომწონს როგორც ვცხოვრობ, მომწონს როგორიც ვიღვიძებ დილით სახლში, სადაც მარტო მე არ ვარ.

მე დღესვე შემიძლია ავდგე და წავიდე. მაგრამ ამას არ გავაკეთებ, იმიტომ , რომ არ მინდა.
ჩემთვის თავისუფლება არ არის მარტო ცხოვრება. ჩემთვის თავისუფლებაა ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან და ვიყო ბედნიერი. ბედნიერი იმით რომ ისინიც თავისუფლები არიან.
მე მომწონს ეს. კი არ მომწონს, მიყვარს.
მიყვარს  როგორ მაღვიძებს მამაჩემი დილაობით, როცა ტელეფონზე გაუთავებლად ლაპარაკობს. მიყვარს , როგორ  ეძახის ის დედას, როცა პერანგს ვერ აუთოვებს.
მიყვარს,  როგორ მაღვიძებს დედა და როგორ ვეუბნები მე რომ ჯერ ადრეა.
მიყვარს , როგორ ვჩხუბობთ მე და ჩემი ძმა და მაინც ვფიქორბთ რომ ჩვენ ორნი, სულ ერთად ვიქნებით მთელი სამყაროს წინააღმდეგ.
მიყვარს ,საღამოს კარების გაღების  და მამაჩემის ნაბიჯებს ხმა.
მიყვარს , როგორ ვჩხუბბთ მე და ის, და თან ვიცით ,რომ როცა ვჩხუბობთ, ესეიგი ყველაფერი კარგადაა ამქვეყნად.
მიყვარს, როცა დედა მამშვიდებს და ჩემი ძმა მაცინებს, როცა სიკვდილი მინდა.
მიყვარს, რომ მამაჩემს ჩემი კატა ჩემ გამო შეუყვარდა, და რომ ახლა მართლა უყვარს ის.
მიყვარს როცა ჩემი მშობლები ყველაფერს წირავენ ჩემი ოცნებებისთვის, და ისიც მიყვარს რომ მე მათ ყველა ოცნებას ავუხდენ.
მიყვარს როცა ჩემს ძმასთან ერთად ჩვენი ბავშვობის ალბომს ვათვალიერებთ და ის ისევ იცინის ჩემზე. მე ვეჩხუბები და ვეუბნები რომ ვერ მაფასებს. ის ჩუმადაა. მეორე წუთში კი ყველაფერი გვავიწყდება.
მე კი არ მომწონს, მიყვარს ეს ყველაფერი. და თუ მე წავალ სხვაგან, ეს შეწყდება, აღარ იქნება. აღარ იქნება და მეც აღარ ვიქნები. მე ვიქნები ვიღაც სხვა. შეიძლება დიდი და დამოუკიდებელი, მაგრამ სხვა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s