დილის 9-დან საღამოს 9-მდე , ანუ -სად წავიდა ჩვენი ოცნებები?


                                 lost_dreams
დამიანები 6 – დან 25 წლამდე სწავლობენ, 65 წლამდე მუშაობენ.
მუშაობენ ყოველდღე, დილის 9- დან საღამოს 9- მდე. დადიან. გამუდმებით დადიან.. სწავლობენ, ასწვალიან, ბეჭდავენ, ბრძოლობენ, სიტყვით გამოდიან, დაარბენინებენ ქაღალდებს..ზოგჯერ დაწინაურდებიან, ზოგჯერ ჩამოქვეითდებიან, მაგრამ ისინი მუშაობენ, მუშაობენ გამუდმებით. თითქოს მოვალეობააო, თითქოს ვინმე აიძულებთო. ეჩვევიან ყოველთვიურ სტაბილურ შემოსავალს და ფიქრობენ რომ ესაა ცხოვრება..
სხვები მათზე ამბობენ რომ  “ცხოვრება აიწყეს”. ისინიც ფიქრობენ რომ ეს ასეა.
მაგრამ ზოგჯერ , უფრო კი ღამით, დაძინებისას, სხვანაირად ფიქრობენ..
ისინი მუშაობენ ყოველდღე, დილის 9 -დან საღამოს 9- მდე. და აღარ რჩებათ დრო ცხოვრებისთვის.
როდის უნდა იცხოვრონ, როცა არასოდეს სცალიათ, როდის უნდა იოცნებონ, როდის უნდა გაათენონ ღამეები , როდის უნდა დაუკრან პიანინოზე ღამის 2 საათზე,
როდის უნდა დახატონ განთიადი, როდის უნდა ითამაშონ, იმღერონ.. როდის უნდა მიატოვონ ყველაფერი..როცა დილიდან საღამომდე მუშაობენ?
რა იქნა ის ოცნებები ? ბავშვობაში სიზმრად ნანახი თავგადასავლები? მათ საძებნელად რატომ არ მიდიხართ? რატომ არ მიდიხართ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით?
რამდენი ხანია მშობლიური სოფელი არ გინახავთ?
საქმეში ჩარგულებს, ხმაურიანი ქალაქის ქუჩებით გაბრუებულებს, რამდენი ხანია თქვენი ბავშვობის ქუჩა არ გინახავთ?
მაგრამ ამ განათებულ, დიდ ქალაქში, ხომ ასე ძნელია გაიხსენო ის პატარა, ასფალტაყრილი ქუჩა, რომელიც მთელ თქვენს ოცნებებს იტევდა..

გგონიათ თქვენი ბრალია? არა, ეს ცხოვრების ბრალია. ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერები რომ ჩვენი თავი არ დავკარგოთ. რომ ჩვენი ოცნებები არ დავკარგოთ. უკვე არაფრისმთქმელი სიტყვაა ეს “ოცნებები”, მაგრამ ისინი ყველაზე ძვირფასები იყვნენ ერთ დროს თქვენთვის. სად არიან ის თავგადასავლები, რომლებიც საყვარელი წიგნის ფურცლებიდან მოიპარეთ და სასწაულებად დაიჯერეთ?
მერე კი ცხოვრება იწყება. ვმუშაობთ, რომ ვიცხოვროთ.
ჩვენ დავდივართ სამსახურში დილის 9- დან საღამოს 9- მდე. ასე გარბის მთელი ცხოვრება.. და მერე გვიკვირს, სად წავიდა ჩვენი ოცნებები.

Advertisements

5 thoughts on “დილის 9-დან საღამოს 9-მდე , ანუ -სად წავიდა ჩვენი ოცნებები?

    • აქ და სხვა პოსტებშიც ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ გადაკითხვა და გადასწორება არ მიყვარს ხოლმე, შეიძლება ცუდი ჩვევაა, მაგრამ როცა ვწერ, მირჩევნია ის დავტოვო, რაც იმ წუთში მოდის. მერე როცა ვასწორებ ხშირად ის აღარ არის, რაც უნდა იყოს. თუმცა, მინდა რომ ხშირად შემისწორონ შეცდომები ❤

      Liked by 1 person

      • მიხარია რო გაგებით მოეკიდე ჩემს კომენტარს და არ ჩამქოლე როგორც ჩვევიათ ხოლმე :დ as u wish ^^

        Like

      • რას ამბობ. თუ კი ვინმე რაიმეს შემისწორებს და რჩევას მომცემს, ამაზე კარგს რას გააკეთებს. ვიხვეწები ნახეთ ჩემი ბლოგი დ აკრიტიკა დ არჩევა არ დაიშუროთთქო ^_^ თუმცა როცა მე ვინმეს ვუსწორებ, მეც მქოლავენ ხოლმე 😀

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s