ბიჭები არ ტირიან/ Boys don`t cry


Boys_Dont_Cry_1999_ost
იჭები არ ტირიან, მაგრამ  იტირებენ, როცა ამ ფილმს ნახავენ.
ამბობენ უნდა გაიარო ადამიანის ცხოვრების გზა, მისი ყოველი დღე უნდა ნახო, მისი ყოველი განცდა უნდა იცოდე,  რომ გაუგოო.
პირველად , როცა ამ ფილმს ვუყურე, თითქოს მთელი სიცხადით დავინახე ამ ადამიანების ცხოვრება. ყველა იმ ადამიანის, რომელიც სხვისი სხეულით იბადება.
ფილმი ბიჭზეა. გოგოს სხეულით დაბადებულ ბიჭზე.

უყურებ და ისე ნათლად ხედავ მის ტკივილს, თითქოს მის სულში იხედებიო.
პირველად ამ ფილმის ყურების შემდეგ გავიაზრე რა საშინლად სასტიკი შეიძლება იყოს ადამაინი. და სხვა არც-ერთ არსებას არ შეუძლია იყოს ასეთი სასტიკი.
ვიფიქრე რომ ადამიანებმა ერთმანეთის ისეთებად მიღება უნდა ვისწავლოთ, როგორებიც ვართ.
ვფიქრე რომ უნდა გვადარდებდეს სხივის ტრაგედია, უნდა გვადარდებდეს სხვისი სული.
და არ ვიფიქრებდი ამ ყველაფერზე, ეს ფილმი რომ არ მენახა.
ამიტომ ,მინდა , რომ სხვებმაც ნახონ, ყველამ ნახოს და იფიქრონ იმაზე, რაზეც არ უფიქრიათ.
ჰილარი სვონკმა ამ როლისთვის ოსკარი მიიღო. ყველა ტიროდა დარბაზში, როცა ის სიტყვით გამოდიოდა.
ფილმებზე ამბობენ ხოლმე -საყურებლად ღირსო. ზოგი ფილმი საყურებლად ღირს, ზოგი კარგი განწყობის შესაქმნელად, ზოგი რაიმეს სასწავლებლად, ზოგი კი ყველაფერს ცვლის..
ეს ფილმი მართლაც ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომლებიც  ცხოვრებისთვის ღირს.
ეს ნამდვილი ამბავია. ბიჭის ისტორია,რომელსაც  საიდუმლო არ აპატიეს . არც საიდუმლო, არც სიყვარული და არც ცხოვრება. არ აპატიეს რომ იბრძოდა. თუმცა მან მაინც ბევრი დატოვა.
ისტორია რომლის გამოც ბევრს ვფიქრობთ სიკეთეზე, შემწყნარებლობაზე, ადამაინების სიყვარულზე..
იჭები არ ტირიან. მაგრამ იტირებენ, როცა ამ ფილმს ნახავენ.
tumblr_mjyc942ZAQ1s71yvvo1_500

Advertisements

2 thoughts on “ბიჭები არ ტირიან/ Boys don`t cry

    • ჰო , მძიმე ნამდვილად არის. მე შემზარა ამ ფილმმა. ადამიანების ბოროტებამ და სისასტიკემ

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s