ბევრი ფული


                                  faceless-girl-photography-sunset-Favim.com-163926

ბევრი ფული ჩემი მთავარი საოცნებო საგანი, მიზანი და მისაღწევი მწვერვალი არასოდეს ყოფილა. შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი ფული არასოდეს მქონია და არ ვიცი როგორია ის.
ან შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი კარგი და ბედნიერი რაღაც ისედაც ხდება ჩემს ცხოვრებაში.
რატომ არ მჭირდება ბევრი ფული?
იმიტომ, რომ მყავს ადამიანები, რომლებთანაც ძვირფასი საჩუქრების გარეშე მივალ, ისინიც ასე მოვლენ, და მე არ შემრცხვება  ამის. არც მათ.
იმიტომ რომ მაქვს ადგილი, სადაც წასვლისთვისაც არ მჭირდება მანქანა, არ მჭირდება კარგად გამოვიყურებოდე  და საერთოდ არაფერი მჭირდება  ძვირადღირებული.
იმიტომ, რომ ალბათ ჯერ ბოლომდე ვერ გავიაზრე რატომაა საჭირო ფული. და როცა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საჭიროა, უცებ ხდება რაღაც, რაც მავიწყებს. მაგალითად, დამალობანას თამაში ჩემს სოფელში.
თუმცა, ყოველთვის სოფელში არ ვარ .. და არსებობს სხვა ადგილები , სადაც ფულია საჭირო. ჩვენც ვმუშაობთ, ვსწავლობთ, და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ფული ვიშოვოთ..
თუმცა, მე მაინც ვერ ვხვდები, რატომაა საჭირო ბევრი ფული.
ცოტა მეცოდებიან კიდეც ის ადამაინები, რომელიც ფულის გამო ტირიან, დარდობენ და ნერვიულობისგან გაჩენილი ნაოჭების გასწორებაში ისევ ფულს ხარჯავენ, მერე ისევ ტირიან და ასე უსასრულოდ.
ბევრი ფული მაშინ მინდა ხოლმე, როცა ქუჩაში მწოლიარე ადამაინებს ვხედავ. ალბათ ამ დროს ყველას უნდა ბევრი ფული. ოდნავ ბევრი მაინც.
მაშინაც მინდა ხოლმე, როცა სიცივეში, გარეთ მყოფ ძაღლებს და კატებს ვხედავ. (ეს ჩემი ყველაზე  სუსტი წერტილია). მინდა გავხსნა დიდი თავშესაფარი, სადაც ყველა უპატრონო ცხოველს წავიყვან, ვაჭმევ გავათბობ და ბედნიერს გავხდი.
ამ დროს დიდი სახლიც მინდა ხოლმე მქონდეს. სამსართულიანი დიდი სახლი, სადაც უამრავი ცხოველი დაეტევა.
ბევრი ფული მინდა მქონდეს, რომ ჩემს მშობლებს ოცნებები ავუხდინო, რადგან მათ ყველაფერი გაიღეს ჩემი ოცნებებისთვის.
ბევრი ფული მაშინაც მინდა მქონდეს, როცა ვხედავ, რომ ნიჭიერ და უფულო ბავშვებს ვერავინ ხედავს. მინდა მილიარდელი ვიყო, რომ ისინი ყველას, მთელ მსოფლიოს ვაჩვენო.
ვაღიარებ, ბევრი ფული მაშინაც მინდა, როცა ბევრ ფეხსაცმელს ვხედავ. თუმცა ამას ალბათ ეშველება. 🙂

Advertisements

4 thoughts on “ბევრი ფული

    • ჰო, გააჩნია ისე რაზე ოცნებობ. ზოგ ოცნებას სულაც არ სჭირდება ფული, და ასეთები უფრო ძნელად ასასრულებელია.

      Like

  1. თანამედროვეობამ მოიტანა ის რომ ფული მთავარია.. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია.. პ.ს კარგი პოსტი იყო მომეწონა ))

    Like

    • გმადლობთ 🙂 მიხარია , რომ მოგეწონათ. მართალია,სამწუხაროდ თანამედროვეობამ ბევრი ცუდი რაღაც მოიტანა

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s