გულგრილობის ქრონიკები ანუ-რატომ არ კითხულობენ ჩვენს ბლოგებს ახლობლები?


                                beautiful-cute-girl-photo-writing-Favim.com-64174

არ გიფიქრიათ ? შეიძლება არ გაქვთ გაცნობიერებული, მაგრამ სადღაც , რომელიღაც ტვინის ხვეულს აუცილებლად დაებადებოდა კითხვა- რატომ არ კითხულობენ ჩვენს ბლოგებს ჩვენი ახლობლები? ნათესავები, ოჯახის წევრები, დაქალები.. კითხულობენ ყოველთვის სხვები, სრულიად უცნობი ადამიანები. ტოვებენ კომენტარებს პოსტებზე, გვეუბნებიან რომ მოსწონთ ის, რასაც ვწერთ.
მინდა ხოლმე რომელიმე წარმატებულ ბლოგერს ვკითხო, ისეთს, რომლის პოსტებიც სავსეა კომენტარებით. 50 კომენტარიდან, რამდენია ისეთი ადამიანის, რომელიც ძალიან კარგად გიცნობთ? რომელიც მთელი ცხოვრებაა გიცნობთ? რატომ მოსწონთ თქვენი შემოქმედება სხვებს, რატომ გკითხულობენ სხვები, ყოველთვის სხვები, და არა ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები.

შეიძლება თქვათ, რომ ამ საკითხს ზედმეტად მგრძნობიარედ აღვიქვამ, ან საერთოდ არ დამეთანხმოთ..მაგრამ, მაინც
მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მწყდება ხოლმე გული,  იმის გამო, რომ ჩემთვის ახლობელი ადამიანები არასოდეს კითხულობენ ჩემს ბლოგს.(თუმცა ბევრჯეც უცდიათ წაეკითხათ დღიური, რას წარმოიდგენენ  , რომ იქ არაფერი წერია ისეთი, რასაც ბლოგზე ვერ წაიკითხავენ) მე ძალიან მწყდება გული ამის გამო, მწყდება გული იმიტომ, რომ მათ შეუეძლიათ, სულ მარტივად შეუძლიათ გადავიდნენ ლინკზე და წაიკითხონ პოსტები, შეუძლიათ შევიდნენ და გამაკრიტიკონ, მირჩიონ.. ისე , როგორც სხვების პოსტებს კითხულობენ, წაიკითხონ ჩემიც.
მაგრამ ისინი არ კითხოლობენ. ეს ხომ მე ვარ, აბა მე რა უნდა დავწერო “ისეთი”.
და ამას ისინი ფიქრობენ, ჩემთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. მაშინ, როცა სრულიად უცნობები შემოდიან და კითხულობენ, ინტერესდებიან, ხან მაქებენ, ხან მაკრიტიკებენ, ხან რჩევებს მაძლევენ (ეს ყველაზე მეტად მინდა).
ასეთი ადამიანები სულ არიან, ყოველთვის არიან, მაგრამ არასოდეს ხართ თქვენ! არასოდეს წაგიკითხავთ თუნდაც ერთი სიტყვა. მე ხომ არ მინდა მოგეწონოთ, მე მხოლოდ ის მინდა გაინტერესებდეთ.
ამას მხოლოდ ერთ ახსნას ვუძებნი, ეს ხომ ადამიანური თვისებაა, რომელიც უმრავლესობას ახასიათებს. როგორ ქართველები ვიტყოდით “შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო”.
ყველას მინდა ვუთხრა, კითხულობთ თქვენი დების, ძმების, ბიძაშვილების, თუნდაც შვილების ბლოგებს? (მე ბედნეირი ვარ იმით, რომ ჩემი მშობლები ,როცა ახერხებენ ,შემოდიან აქ და რჩევებსაც არ იშურებენ)
რატომ გგონიათ , რომ თქვენს თვალწინ გაზრდილი ადამიანები “ისეთს არაფერს დაწერენ?
ეს დიდი შეცდომაა. მან ხომ იმიტომ შექმნა ბლოგი,რომ დაეწერა? ნახეთ, იქნებ რას წერს?
ეს ყველაფერი იმისთვის დავწერე, რომ გთხოვოთ, დააფასეთ ბავშვები, რომლებიც წერენ, ხატავენ, უკრავენ..რასაც არ უნდა აკეთებდნენ, დააფსეთ, დაინეტრესდით !
გინახავთ მათი გათენებული ღამეები წერაში?
გინახავთ ფანქრისაგან გაშავებული ხელები?
გინახავთ ათასჯერ გადაჯღაბნილი ნოტები?
გინახავთ ოცნებაში გათენებული ღამეები?
მშობლებო, ახლობლებო, ნათესავებო, ლექტორებო, მასწავლებლებო, დაინტერესდით მათით, წაიკითხეთ, მოუსმინეთ, ნახეთ მათი ნახატები..სთხოვეთ მოგიყვნენ თავიანთ ოცნებებზე ,დაუთმეთ ნახევარი საათი. ეს ხომ თქვენ არაფერს დაგაკლებთ.

Advertisements

20 thoughts on “გულგრილობის ქრონიკები ანუ-რატომ არ კითხულობენ ჩვენს ბლოგებს ახლობლები?

    • ნამდვილად საინტერესო საკითხია. მე ვერ ამოვხსენი ჯერ-ჯერობით. მხოლოდ გარკვეული მოსაზრებები მაქვს. :3

      Like

  1. მე კი პირიქით–სულ არ მინდა რომ ახლობლებმა იკითხონ ჩემი ბლოგპოსტები, არც იცის უმეტესობამ, რომ მაქვს )))
    მათი აზრი ხომ ისედაც ვიცი?!

    Liked by 1 person

    • ცოტა სხვანაირად გაიგეთ. ხშირად ხდება რომ ბავშვის შემოქმედებას უყურადღებოდ ტოვებენ ახლობლები და მშობლებიც კი. თორემ ზოგს სულაც არ უნდა კითხულობდნენ. ეგ სხვა საკითხია

      Like

      • კი, ეგ სხვა საკითხია და გეთანხმები.
        მე ზრდასრულ ადამიანზე გავაკეთე აქცენტი. ანუ დიდ აუცილებლობას ვერ ვხედავ იმისა, რომ 24-30-35 წლის გოგო-ბიჭების ბლოგებს კითხულობდნენ მათი მშობლები, იმისთვის რათ მათ შესახებ “მეტი გაიგონ”.

        Liked by 2 people

  2. სიმართლე გითხრა ჩემი ბლოგით ძალიან ბევრი ნაცნობი ინტერესდება, მაგრამ მათ ინტერესს არ ვუკმაყოფილებ… 🙂
    მაგრამ ნებისმიერი ჩემი ნაცნობის ბლოგს, დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობ იმ იმედით, იქნებ ახალი პოსტი ქონდეს. თუ საჭიროა ვიწონებ, ვუკომენტარებ და ა.შ. შენი ნაცნობების(და მგონი არა მხოლოდ შენი) უინტერესობა კი… რავიცი… 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s