როგორია კარგი ბლოგი


                            iloveblogging

ლოგებს ყოველთვის ვკითხულობდი, მანამდეც, სანამ საკუთარს შევქმნიდი და ახლაც. ცოტაა ბლოგი, რომელიც მომწონს. ამიტომ მინდა დავწერო ჩემი, ანუ ერთი ჩვეულებრივი მკითხველის თვალით დანახული კარგი ბლოგი.
მაშ ასე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

 განწყობა
მას წიგნებზეც ამბობენ, ფილმებზეც, სიმღერებსა და ადამიანებზეც კი.
რა არის მაინც ეს განწყობა? ყველა ადამიანს საკუთარი ხედვა გააჩნია და რა თქმა უნდა ეს “განწყობაც” სუქბიექტურია. ყველას მოსწონს ბლოგი, რომელიც დასამახსოვრებელია, პირველივე შესვლისთანავე შეგიქმნით ავტორზე წარმოდგენას და სახელწოდებაც რომ ვერ დაიმახსოვროთ, ერთი პოსტით მაინც  ჩაგრჩებათ გონებაში. ამას კი ავტორი გულწრფელობის საშუალებით თუ მოახერხებს.

გულწრფელობა
 ლოგერის, მწერლის და ყველა იმ ადამიანისთვისაა აუცილებელი, რომელიც ქმნის. წერს, ხატავს, უკრავს..მკითხველს ყოველთვის მოსწონს, როდესაც ავტორი ღიად წერს, საკუთარ გრძნობებს უყვება მკითხველს. როდესაც ვხედავთ, რომ ავტორი გულწრფელია, ანუ წერს იმისათვის რომ სხვას მიაწვდინოს ხმა, წერს იმისათვის, რომ სიმართლე მოუყვეს მკითხველს, ყოველთვის დაიმსახურებს ადამიანების კეთილგანწყობას. არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ბლოგერი ბლოგისთვის წერს, მარტო იმიტომ, რომ დაწეროს.

ვიზუალური ეფექტი
კვეთრად თვალშისაცემი ბლოგები, მკვეთრი ფერებით, ათასგვარი ვიჯეტებითა და წარწერებით დახუნძლული, ავტორის მხრიდან, არასერიოზული დამოკიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებს.

მრვალფეროვანი აუდიტორია
რთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბლოგის პოტენციური მკითხველის გათვალისწინება. მე, მაგალითად, როგორც მკითხველი, უპირატესობას ვანიჭებ პირად ბლოგებს, რომლებიც დროდადრო სხვადასხვა თემებს ეხებიან. ნაკლებად ვკითხულობ ისეთებს, რომლებიც გარკვეულ საკითხისადმია მიძღვნილი, ან მკვეთრად დამახასიათებელი პროფილი აქვთ. როდესაც ვიცი, რომ შევალ ბლოგზე და 80 % პოსტებისა, სოციალურ თემებზე დამხვდება, და სხვა განსაკუთრებულს ვერაფერს წავიკითხავ, მეორედ ამ ბლოგზე შესვლის სურვილი ნაკლებად გამიჩნდება.

 ზომიერი პათეტიკა
ემთვისაც უთქვამთ, რომ ჩემს ბლოგზე ზედმეტად ბევრი წერია სიყვარულზე. მკითხველს უჩნდება შთაბეჭდილება, რომ შეყვარებული ადამიანის გრძნობებს და განცდებს კითხულობს და სხვას არაფერს უნდა მოელოდეს მისგან. ეს ბლოგერის შეცდომაა, რომელიც მეც დამიშვია. არადა სულაც არ არის ასე. სიყვარულზე წერა, შეიძლება უბრალოდ ნიშნავდეს, რომ რომელიმე წიგნის, ანდა ფილმის განწყობა გამოგყვა, ან უბრალოდ სიყვარულზე წერა გინდა და წერ. მკითხველს არ უნდა აფიქრებინო, რომ პირადი ცხოვრების, შემდგარი თუ არშემდგარი სიყვარულის, და მისგან გამოყოლილი გრძნობების ტყვეობაში ხარ მოქცეული, და სხვა ვერაფერზე წერ.  ცალმხივად შეყვარებული ადამიანების ბლოგებს, მხოლოდ ცალმხივად შეყვარებული ადამიანები კითხულობენ.

თემების შესაბამისობა
კარგია, როცა ბლოგი, სხვადასხვა თემებს მოიცავს. თუმცა, როცა ვკითხულბთ -“ისტორიის გავლენა თანამედროვეობაზე” და ამას მოსდევს -” თმის დახვევის ათი ხერხი” , მე პირადად მაფიქრებინებს, რომ ბლოგის კონცეფცია ჩამოსაყალიბებელია.

უშეცდომოდ წერა
ეც ბევრ შეცდომას ვპოულობ საკუთარ ნაწერში. ეს ის საკითხია, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბლოგერმა. სასვენ ნიშნებისა და მექანიკურ შეცდომებზე მეტად, სტილისტური შეცდომები, არაქართული სიტყვები, ბევრი ხმოვნები ერთად ( წავიდააა, რა კარგიააა და ა.შ )  და ე.წ  სმაილები (:))) ) მაღიზიანებს. არასერიოზულ შთაბეჭდილებას მიქმნის ავტორზე. ერთხელ, თუ ამას საჭიროება მოითხოვს, შეიძლება დაწერო სმაილი, მაგრამ, ყოველ წინადადებაში მისი ჩაკვეხება არ არის საჭირო.

ულ ეს იყო. ეს მხოლოდ ჩემი, ერთი ჩვეულებრივი მკითხველის და დამწყები ბლოგერის შეხედულებებია. ჰო, კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ რაც მეტს დაწერთ მით უკეთესია. შევდივარ ხოლმე ბლოგებზე იმ იმედით, რომ ახალ პოსტს წავიკითხავ, თუმცა თვეები გადის და ბევრი ძალიან კარგი ბლოგერი არაფერს წერს. გახსოვდეთ რომ ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც, თქვენს პოსტებს ელოდებიან!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s