სასწაულები, სიყვარული, სიცოცხლე და სიკვდილი. ანუ – ჩემი ცხოვრების წიგნები.


ალიან ბევრია წიგნი, რომელმაც რაღაც შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც შემიცვალა ფიქრები, გრძნობები და გზებიც კი. ახლა მე დავწერ იმ 10 წიგნზე, რომელმაც ყველაზე მეტად დამამახსოვრა თავი. შეიძლება წამიკითხავს მათზე გენიალურიც, მათზე დიდებულიც  , მაგრამ აქ მხოლოდ “იმ წიგნებზე დავწერ, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ვერ ვივიწყებ ისეთზე.                                                 

1. ალან ფურნიე” დიდი მოლნი”.
ლან ფურნიემ მხოლოდ ერთი წიგნი დაწერა ცხოვრებაში, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა ამ ერთ წიგნში მოაქცია მთელი თავისი ცხოვრება. ოცნებებითა და იმედებით.
“დიდი მოლნი” პირველად წლების წინ წავიკითხე, 13 თუ 14 წლის ასაკში. როგორც წესი, დროთა განმავლობაში იცვლება შთაბეჭდილებები წიგნზე, მეც მეცვლება ხოლმე, ოღონდ ამ წიგნზე არა.. მე შემიძლია ვთქვა ,რომ, ეს არც ისე ცნობილი მწერლის, არც ისე ცნობილი წიგნი ისეთი ძალით შემოიჭრა ჩემში, რომ მთლიანად მოიცვა ჩემი ფიქრები, ოცნებები და მთლიანად ცხოვრება.|
le-grand-meaulnes
ოდესმე გინახავთ სიზმარი, ისეთი, გამოფხიზლებულს თვალის გახელა რომ არ გდომებიათ, გინატრიათ, ისევ დამაძინაო..
საერთოდ ჩემი ცხოვრება უცნაურობებით არის სავსე, დამთხვევებით, შემთხვევბით,ბედისწერის მსგავსი რამეებით, უეცრად და უცნაურად ახდენილი ნატვრებით, აუხდენელი ოცნებებითაც და საერთოდ, უცნაურობებით.
ამიტომაც მჯერა სასწაულების და მე თუ მკითხავთ, ისინი იმიტომ შექმნა ღმერთმა, რომ სწორედაც უნდა მოხდეს ! და ხდება კიდეც.. რომ არ მომხდარიყო, რომ არ ყოფილიყო, ხომ არც იარსებებდა ეს სიტყვა ” სასწაული”.
ამ სასწაულებით არის სავსე “დიდი მოლნი” . მე ყველას ვურჩევ რომ წაიკითხოს ეს წიგნი, წაიკითხოს და მისდიოს ოცნებებს, დაიჯეროს სასწაულები, და არამარტო დაიჯეროს, არამედ ეძებოს კიდეც, ისე, როგორც ოგიუსტენ მოლნი ეძებდა..თუ წავალთ რათა მოვძებნოთ სასწაული, ის აუცილებლად შეგვხვდება გზაზე..
590107101_small
2. შტეფან ცვაიგი “მოუთმენლობა გულისა”
ეს წიგნი რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. არა რომანტიკული განწყობის შესაქმნელად, ან გასაოცარი სასიყვარულო ამბის გამო, უპირველესად   იმ საოცარი თხრობის სტილის, მიმზიდველი , მომნუსხველი სიტყვების, აღმოჩენების, ადამინის ფსიქიკის უჩვეული ხვეულების ოსტატურად დახატული სიღრმეების გამო.. ცვაიგის ყველა ნოველა ერთნაირად ახვევს იდუმალ საბურველში მკითხველს, ისე ახვევს, რომ ვერ სწყდები.
და სიყვარული. მთავარი აქ სიყვარულია, რომელიც ყოველთვის საბედისწეროა ცვაიგისთვის. საბედისწერო სასიცოცხლოდ, და სასიკვდილოდაც.
post-8-1289213409      Quotation-Stefan-Zweig-play-shadow-Meetville-Quotes-37852
” სიყვარული,  რა აბსურდული ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს იგი, ადამიანის წერაა, და მის მიმართ გულგრილობა დანაშაულია.”

3. ჯეკ ლონდონი. “მარტინ იდენი”.
ამბავი ძალიან ჩვეულებრივ ბიჭზე, 20 წლის მარტინ იდენზე ,ღარიბი უბნიდან. აქ ისყვარულია, ოცნებები და საკუთარი თავის აღმოჩენა. მე მივამსგავსე ლონდონის მარტინ იდენი, ფურნიეს ოგიუსტენ მოლნის. მივამსგავსე ოცნებების გამო. ეს ის წიგნია, რომელსაც ვერ ივიწყებენ.
2264024844
jack london
4.გურამ ფანჯიკიძე “სპირალი”

პირველად “სპირალიც” ბავშვობაში წავიკითხე. მაშინ ვერ გავიგე. უფრო სწორედ არ მახსოვს რა გავიგე. დღეს ვიცი, რომ ეს ერთ-ერთი გენიალური წიგნია . არ ვიცი ვინ დამეთანხმება და ვინ არა, მაგრამ მე ამ წიგნს და ამ მწერალს, მსოფლიო კლასიკოსების გევრდით მოვიაზრებ. “სპირალი” ამ ჟანრში შედევრია ,  უკვდავი თემაა წამოჭრილი და თხრობის დინამიური სტილი, ემოციური და ზოგჯერ მძაფრიც კი, უფრო მიმზიდველს ხდის მას. ის ,ქართული მწერლობისთვის დღესაც კი ახალი თემით, ფანტასტიკური და საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო  წიგნია.
product_image_357
5.კენ კიზი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” 
ამ წიგნზე ბევრი მაქვს დაწერილი . აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თავისუფლების წყურვილს, დაუმორჩილებელ სულს, ვერავითარი სისტემა ვერ ჩაკლავს ! ასეთი სული ყოველთვის იფრენს..
kesey

დანარჩენს შემდეგ პოსტში გავაგრძელებ 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s