სხვები ფიქრობენ, რომ მე..


                         quote-if-i-talk-everyone-thinks-i-m-showing-off-when-i-m-silent-they-think-i-m-ridiculous-rude-if-i-anne-frank-328209 (1)

იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, მით უფრო კი ახლობლებს,  ყოველთვის ექმნებათ მოსაზრებები ჩვენზე, და ამ მოსაზრებებს ნებით თუ უნებლიეთ ჩვენთანაც გამოხატავენ. მათგან ზოგი სწორია, ზოგი კი მცდარი.
მეც ვიცი რას ფიქრობენ ახლობლები ჩემზე, და არამარტო ფიქრობენ, ამბობენ კიდეც, თანაც ხშირად.
ისინი ფიქრობენ რომ მე:
1. ვერ გავიზარდე.
სიმართლეა. მე ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში ვარ ჩარჩენილი. იმიტომ კი არა, რომ სხვაგვარად არ შემიძლია, უბრალოდ მე ასე მინდა.
2. არ ვაკეთებ იმდენს, რამდენიც შემიძლია. ანუ ზარმაცი ვარ.
ტყუილია. ცნება “ზარმაცი” ჩემთვის არ არის ერთმნიშვნელოვანი. ვიღაცას შეიძლება ეზარება , მაგრამ არიან ადამაინები, ვისაც უბრალოდ არ ყოფნის ენერგია თავაუღებლად იშრომოს, იკითხოს ისწავლოს და იზუთხოს. მე არ მგონია რომ საჭიროა თავაუღებელი სწავლა.
3. “გათამამებული ბავშვი “ვარ.
ტყუილია. უფრო მეტიც, საშინელი ტყუილია. არასოდეს ვყოფილვარ გათამამებული და განებივრებული, არც ცხოვრებისგან და მით უფრო ოჯახისგან. ასეთ მცდარ წარმოდგენას ჩემს ოჯახში შექმნილი მეგობრული ატმოსფერი ქმნის, ჩემს მშობლებს უბრალოდ სურვილების შესრულება უყვართ, მაშინაც, როცა ეს არ შეუძლიათ.
4. არ მინდა მუშაობა.
მართალიც არის და ტყუილიც. მინდა, მაგრამ სწავლის პროცესში მუშაობა რთულია. ამას დიდი ენერგია სჭირდება, რომელიც მე ვფქირო რომ არ მაქვს.
5. “მე რას არ შევძლებ”
ხშირად გამიგონია ეს სიტყვები ჩემი მისამართით. ოჯახისგან, ნათესავებისგან, ლექტორებისგანაც.. რომ ვარ უშიშარი, ძლიერი..ეს ის შემთხვევაა, როცა არ მაქვს პასუხი. არ ვიცი ვარ თუ არა ასეთი.
6.”არ ვიცი ჩემი თავის ფასი”
ეს შეფასება ყველაზე მეტად მაღიზიანებს. და საერთოდ ვინ თქვა რომ შენი თავის ფასი უნდა იცოდე? ან რა არის ეს “ფასი”..
7. მოწყვეტილი ვარ რეალობას.
სიმართლეა. ვერ ვახერხებ გავცდე ჩემ მიერ შექმნილ სამყაროს, და ამას ხშირად ცუდი შედეგები მოაქვს.
8.ვიგონებ და ვაზვიდებ მოვლენებს.

სიმართლეა. შიზოფრენიკი არ ვარ, მაგრამ ბევრ მოვლენას და ფაქტს აღვიქვამ გაცილებით მძაფრად, ვიდრე ჩემი გარშემომყოფები. პატარა დაბრკოლების ტრაგედიად გადაქცევა ჩვევად მექცა. თუმცა აქვს ამას დადებითი მხარე, რაც უფრო მძიმეა პრობლემა მით უფრო ძლიერი ვხდები მე.

ეს ის მოსაზრებებია, რომლებლსაც ხშირად ამბობენ ჩემზე და პირადადაც ბევჯერ უთქვამთ. როცა ვამბობ რომ ტყუილია, ისინი არ მიჯერებენ. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მივიღოთ საკუთარი თავის ისეთებად, როგორებიც ვართ, და არ შეგვეშინდეს ასეთებად დარჩენის. ვიბრძოლოთ და არასოდეს მივცეთ ცხოვრებას უფლება შეგვცვალოს, შეგვიცვალოს მიზნები და ოცნებები, და რაც მთავარია გზა, სახლისაკენ.
და ბოლოს :
fJZBf3T

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s