ჩემი ძმა ❤


ე მას 19 წელია ვიცნობ და ყოველ დღე ვუყვებით ერთმანეთს იმას, რასაც ვფიქრობთ. მაგრამ მე მაინც დავწერ დღეს მასზე. დავწერ ძალიან ჩვეულებრივ, ისე, რომ არ ვიფიქრებ და არ ავარჩევ სიტყვებს. შენ რომ დაიბადე,19 წლის წინ, მას შემდეგ ჩვენ ერთად ვართ. (მთელი სამყაროს წინააღმდეგ) მე მინდა მადლობა გითხრა ყველაფრისათვის.. 1982134_312482065575948_5373821958178978603_n (1) იმისათვის, რომ მაცინებ მაშინ, როცა სიკვდილი მინდა. იმისათვის, რომ არაფერი გინდა ისეთი, რაც მე არ მექნება. იმისათვის, რომ ყოველთვის მითმობ ყველაფერს. იმისათვის, რომ ასეთი მხიარული ხარ. ხარ ისეთი, რომ იცი ჩემი facebook -ის პაროლი, კითხულობ ჩემს დღიურს როცა გინდა, ყველაფერს აკეთებ რომ წავშალო ფოტო, სადაც ცუდად ვარ, ყველაფერს აკეთებ რომ მე გავიცინო, როცა ვტირი. ყველაფერს აკეთებ, რომ ყველაზე გამოუვალი სიტუაციის დროს ნათელი წერტილი დავინახო. 36555_103486963142127_56652367_n გმადლობთ ,რომ ყოველთვის მოგწონს ჩემი ნაწერი და გიხარია, როცა პიანინოზე ძლივს უშეცდომოდ დავუკრავ ხოლმე. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შენ არ ხარ მხოლოდ ჩემი ძმა. შენ ხარ ჩემი დაქალი, ძმაკაცი, მეგობარი.. და ყველაზე, მსოფლიოში ყველაზე მხიარული, უპრობლემო, მუდამ კარგ ხასიათზე მყოფი ბავშვი. და მე ვფიცავ, რომ მე, სულ შენს გვერდით ვიქნები, სულ, სადაც არ უნდა ვიყო და ვისთანაც არ უნდა ვიყო. ვფიცავ, რომ დაგიცავ სიცოცხლის ფასად და ვერავინ, ვერავინ შეძლებს სულ პატარა პრობლემაც კი შეგიქნმას! აშინაც, 1 წლის რომ იყავი, მეზობლის 8 წლის ბავშვი დაგეჯახა და როცა შენი სულ სისხლიანი სახე დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 3 წლის ვიყავი, იმ ბავშვის საცემად გავრბოდი. რა თქმა უნდა, ეს ახლაც ასეა. მე ვეჩხუბები და თავბედს ვაწყევლინებ ყველას ვინც შენ რაიმეს დაგიშავებს. მაშინაც კი, თუ ეს არ დაგჭირდება.. ბოლოს გეტყვი, რომ ბედნიერი ვარ ,რომ ხარ. აი ახლაც, პიანინოზე რომ აბრახუნებ და ტვინი წაიღე, ახლაც ბედნიერი ვარ. 2 წლის წინ, ერთ დღეს, ძალიან ცუდად ვიყავი, ვტიროდი, ჰოდა შენ აბსოლუტურად (!) ყველა ნათესავის პაროდია გააკეთე, და მალე სიცილისგან ცრემლები მომდიოდა. შენ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ჩემი ძმა ხარ, იმიტომ რომ მართლა ასეა.

Advertisements

4 thoughts on “ჩემი ძმა ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s