მარტოობა


ოგორ ფიქრობთ, რა არის მარტოობა?
ზოგჯერ ჩვენ, ადამიანებს, ძალიან გვინდა ვინმემ გვკითხოს როგორ ვართ, გვინდა გაიგოს ჩვენი ფიქრები, გვინდა გვითხრას ის, რის თქმასაც ვერ ვბედავთ.
ძალიან გვინდა ხოლმე.. მაგრამ როგორც წესი ამ დროს არავის ვახსენდებით. ან შეიძლება ვახსენდებით, მაგრამ არავინ გვეკითხება რას ვგრძნობთ.
tumblr_n96kxs0wdl1t9v6zfo1_500
ხომ წარმოუდგენელია? ზიხარ შენთვის და ამ დროს ვიღაც გწერს-” გამარჯობა, მომიყევი რას გრძნობ.”
წარმოუდგენელია. მაგრამ რომ იცოდნენ როგორ გვინდა ჩვენ ეს.. როგორ გვინდა გვკითხონ რას ვგრძნობთ..

აინც რა არის ეს მარტოობა?
ალბათ ის, რომ გვინდა გაიგონ სხვებმა და არ ესმით. ჩვენც არ გვესმის სხვების და ამას ვერ ვხვდებით.
არ გვესმის გამყიდველის, რომელიც უხეშად გვპასუხობს. არ გვესმის ავტობუსში ამოსული კონტროლიორის, რომელიც გვაიძულებს ბილეთი ავიღოთ, არ გვესმის უსახლკარო ადამიანის, რომელიც ჩვენსკენ მოდის რათა დავეხმაროთ, ჩვენ კი ვერიდებით , მისი სასმლის სუნით შეწუხებულები. არ გვესმის ძაღლის, რომელიც აგვედევნება პურისთვის, ჩვენ კი ვერც კი ვამჩნევთ.
არ ვფიქრობთ როგორ არიან ისინი, რას გრძნობენ, რატომ გრძნობენ..
ჩვენ არ გვესმის ადამიანების და მერე ვწუხვართ თუ რატომ ვართ მარტო.
მაინც რა არის მარტოობა?
loneliness-out-of-place-quote-sad-Favim.com-523079
ალბათ ვერგაგება. ან არგაგება.
ჩვენ ხომ ყველას ჩვენი პრობლემა გვაქვს. ჩვენ ველოდებით როდის მოვა ის სხვა და გვკითხავს რას ვგრძნობთ ახლა..
რა იქნება ვიყოთ უფრო გულწრფელები, რა იქნება ვეცადოთ დავინახოთ სხვა ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, რა იქნება გავუგოთ მათ, რა იქნება არ ვიცინოთ, არ ვიჭორაოთ , არ ვილაპარაკოთ სხვებზე.. რა ადვილია ეს ყველაფერი და თან რა რთულია..
ჩვენ რომ ეს შევძლოთ.. რომ შევძლოთ ხომ აღარასოდეს ვიქნებით მარტო?
მაინც რა საშინელი გრძნობაა ეს მარტოობა..

Advertisements

2 thoughts on “მარტოობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s