ნეტავ, სადამდე ძლებს ჩვენი ოცნებები


ეტავ სადამდე ძლებს ჩვენი ოცნებები?
ოგორ ფიქრობთ, ოცნებები ყველას საკუთარი გვაქვს თუ ჩვენი ოცნება შეიძლება სხვისიც იყოს? მე მგონია რომ ის, რასაც ოცნებას ვეძახით, მაინც ერთია. ჩვენ მასთან ერთად ვიბადებით და მერე მთელი ცხოვრება მივისწრაფვით მისკენ. ამას ან ადრე ვაცნობიერებთ , ან გვიან, მაგრამ ის ყოველთვის არის. ოცნება ადამიანის ბედისწერას ჰგავს.

36536968135985105527
ირველად , ოცნებებზე ყველაზე ბევრი მაშინ ვიფიქრე, ალან ფურნიეს “დიდი მოლნი “ რომ წავიკითხე. იქამდეც ვფიქრობდი, მაგრამ ოგიუსტენ მოლნის ოცნებების მერე, უფრო და უფრო ბევრს ვფიქრობდი.

ის უბრალო ბიჭი იყო, სულ რაღაც 17 წლის პატარა ბიჭი, თითქოს არაფრით გამორჩეული სხვებისგან, ერთი ის იყო, ძალიან დიდი ოცნებები ჰქონდა.
იგნი ამ ოცნებებზეა, იმაზე, თუ რა ლამაზია ცხოვრება ,როცა ოცნებებს მისდევ, და ამავე დროს რა მტკივნეულია , რა ძნელია, რა ბუნდოვანია, რა საოცარია.. სიყვარულივით. მოლნიც მიყვებოდა ოცნებებს.
ს წიგნი რომ წაიკითხოთ , თავს დავდებ, სიზმარი გაგახსენდებათ.

ყველაზე ლამაზი სიზმარი რაც კი ოდესმე გინახავთ. დაუვიწყარი, ყოველთვის უცნაური გრძნობა გიპყრობს ამ წიგნის კითხვისას, საიდუმლო, გამოუცნობი, ისე მოგიცავს ეს გრძნობა, რომ ძნელია თავის დაღწევა. მართლაც ოცნებასავითაა.
გიუსტენ მოლნის მერე, ოცნებებზე, ყველაზე დიდხანს, ჯეკ ლონდონის მარტინ იდენმა დამაფიქრა.
ეს ხომ საერთოდ უბრალო ბიჭი იყო. იცით როგორ უბრალო? რომ ნახოთ იტყვით, ყველაზე უბრალო ბიჭია, ვინც კი ოდესმე მინახავსო. ეს წიგნი სიზმარს არ ჰგავს. უფრო ცხოვრებას მოგაგონებთ თავისი მეტისმეტი რეალისტურობით, ყოველდღიურობის აღწერით, დეტალებისა და ცხოვრებისეული ფაქტების დახასიათებით.
მარტინ იდენიც ასეთი ბიჭია, ჩვეულებრივი. თუმცა სულ სხვაა, როცა საქმე ოცნებებს ეხება. აქაც სიყვარულს ჰგავს მისი ოცნება. ჰგავს კი არა თვითონ სიყვარულია მარტინ იდენის ოცნება. სადამდე გაძლებს? ესაა მთავარი.
ართლაც, სადამდე ძლებს ოცნებები?
ალბათ იქამდე, სანამ ვოცნებობთ. ოცნებას აუხდენლობა კი არა სურვილის გაქრობა კლავს. მაშინ ხუნდება, როცა აღარ გვსურს, აღარ გვინდა. უფრო სწორად “ვეღარ”.
ლბათ ოგიუსტენ მოლნის, დიდი მოლნიც ამიტომ ერქვა. მისთვის არასოდეს ხუნდებოდა ოცნებები, მისდევდა იქამდე, სანამ თვითონაც ოცნებას არ გაჰყვა.
მდღეს, რომელიღაც ძალიან კარგ ლექსში ასეთი ფრაზა წავიკითხე -” მე ჩემმა ახდენილმა ოცნებამ მომკლა” – და ეს ორი ადამიანი გამახსენდა. მარტინ იდენი და დიდი მოლნი.
ნეტავ სადამდე ძლებს ჩვენი ოცნებები..

Advertisements

2 thoughts on “ნეტავ, სადამდე ძლებს ჩვენი ოცნებები

  1. აანაააა, შენ გაიხარე. მითხარი ეს წიგნი სად ვიშოვო?? მე ძალიან ადრე წავიკითხე და დღემდე უზომოდ მიყვარს!!!!!

    Like

    • გამარჯობა ნინო. დიდი მადლობა ❤’დიდ მოლნიზე’ მეკითხებით? იქნება ბუკინისტებში იკითხეთ. თუ ვერ იპოვეთ გათხოვებთ მე.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s