რატომ მიყვარს ბლოგების კითხვა


ლოგების კითხვა ჯერ კიდევ იმ დროს დავიწყე, როცა არც კი ვაპირებდი საკუთარი ბლოგის შექმნას. წლების წინ, ჩემთვის ეს იყო დღიური, რომელსაც საჯაროდ, ონლაინ წერდნენ.
ამდენწლიანი კითხვის და წერის შემდეგ მე შემიძლია ვთქვა რომ –
უფრო პროფესიონალური ხასიათისაა ბლოგები, რაიმე კონკრეტული დარგზე ან სფეროზე, თუმცა უფრო გულწრფელია პირადი ბლოგები, სადაც წერენ იმ ყველაფერზე, რაზეც ფიქრობენ.

just_write__by_factor___
დრე სადღაც წავიკითხე, ბლოგებს ისევ ბლოგერები კითხულობენო. კითხულობს ის, ვინც წერს და წერს ის, ვინც კითხულობს. წერა და კითხვა ურღვევი ჯაჭვია და უერთმანეთოდ მათი არსებობა წარმოუდგენელია.
ბლოგი ჩემთვის არის საშუალება დავწერო სახალხოდ. დავწერო ის, რაც მომწონს მე და ვიქონიო იმედი, რომ მოეწონება სხვასაც.

ბლოგს ჩემთვის არანაირი მარკეტინგული დატვირთვა არ გააჩნია. მე არ ვამბობ, რომ თუ კი ვინმე ფულს გადამიხდის არ დავწერ. დავწერ, მაგრამ დავწერ მაშინაც, თუ კი ამაში არავინ, არც ერთ თეთრს , არასოდეს გადამიხდის. ერთი სიტყვით, წერა, ხატვა, დაკვრა, სიმღერა და ხელოვნების ნებისმიერი გამოვლინება ჩემთვის, როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, ყველანაირად შორს დგას ყოველგვარი მატერიალურისგან. ანუ ამ ყველაფრით ფულის კეთება არასწორია და ეს ყველაფერი აღარ არის ხელოვნება.
აქედან გამომდინარე, პირადი ბლოგი, ანუ იმაზე წერა რაც გინდა, უფრო გულწრფელია და უფრო სწორია. მე ასე მგონია. მხოლოდ მგონია.
tumblr_lfx6njxaI71qcn8hho1_500_large
ა მაშინ, როცა ვკითხულობ ამ პირად ბლოგებს, თითქოს ავტორის სულს ვხედავ, როცა ვკითხულობ როგორ წერს ის თავის ბავშვობაზე, სიყვარულზე, იმაზე, რაზეც ხმამაღლა ლაპარაკიც ძნელია..როცა ვკითხულობ მისი საყვარელი სიმღერის ფონზე ,(მიყვარს ფონად დადებული სიმღერები, ეს მეტს ამბობს ავტორზე) მე მგონია რომ უკვე ვიცნობ ავტორს. ვიცი იმაზე მეტი, ვიდრე მისმა მეგობრებმა და ნაცნობებმა, შეიძლება ახლო მეგობრებმაც კი, რომლებსაც მისი ბლოგი არ აქვთ წაკითხული.
ერთი სიტყვით ბლოგი, ადამიანზე ძალიან ბევრს ამბობს, ისე როგორც პოეტზე ერთი ლექსი, მხატვარზე ერთი ნახატი, მომღერალზე სიმღერის ერთი სტრიქონი.. აი ამიტომ მიყვარს ბლოგების კითხვა. და საერთოდ კითხვა. მიყვარს ადამიანების ისტორიების მოსმენა, და მით უფრო როცა თავად წერენ მას.

I-Write-To-Give-Myself

Advertisements

2 thoughts on “რატომ მიყვარს ბლოგების კითხვა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s