შთაბეჭდილებები


არშან, ამ დროს ,ცხოვრება ძალიან განსხვავებული იყო .
თითქოს არაფერი შცვლილა, მაგრამ მაინც, ადრე  სხვანაირად იყო. ბედნიერად.  ცხოვრება ყოველთვის ცვლის ყველაფერს, ეს შეიძლება ზედმეტად სევდიანია. შეიძლება არა.
ეს არც კარგია არც ცუდი. უბრალოდ ასეა.

Image
რ იქნებოდა მოგონება, დასასრული რომ არ ყოფილიყო. დასასრული იმ მომენტის, იმ წუთის, რასაც დღეს მოგონება ჰქვია.
იცით როგორ მოგონებებზე ვამბობ? დიდ ამბავზე კი არა, ან ისტორიაზე, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი შინაარსი გააჩნია.. არა, მე ვამბობ შთაბეჭდილებებზე. სხვისთვის უმნიშვნელოზე, შეიძლება ზედმეტად უმნიშვნელოზეც კი მოსაყოლად. მაგრამ ისეთ მოგონებებზე, მთელ დღეებს, მთელ წელს და ზოგჯერ ცხოვრებასაც  რომ ცვლის. ამას სხვები ვერ ამჩნევენ, თორემ ნამდვილად ცვლის.
ერე, დროის გასვლის შემდეგ, ჩვენ ვიხსენებთ რა კარგი იყო მაშინ, იმ დროს. და ვამბობთ რომ ცხოვრება გაცილებით ლამაზი იყო, სხვანაირი.  ვიცით, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მაგრამ მაშინ ,მაინც სხვანაირი იყო ეს ცხოვრება.

Image

ოცა  სოფელში ჩავდივარ, ზაფხულობით, საღამოს ყოველთვის ვაღებ ფანჯარას, რომ ნიავის მოტანილი სიგრილე ვიგრძნო, რომელიც კაკლის ფოთლის და ტყემლის სურნელითაა გაჟღენთილი. მე დავიფიცებ რომ ასეთი სურნელი მარტო ჩემს სოფელშია, და აქ, თბილისში, ყოველთვის ვგრძნობ ამ სურნელს, მაშინ როცა რაღაც ძალიან მენატრება. და ეს მოგონება თუ გრძნობა არასოდეს მავიწყდება.

Image
ა თქმა უნდა ეს არ არის ის ამბავი, რომელიც უნდა მოყვე. რა თქმა უნდა სხვებს სულაც არ აინტერსიებთ ნიავის მოტანილი სურნელი ჩემს სოფელში. მაგრამ ეს ის არის რაც ყოველთვის გვახსოვს .ასეთი მოგონებები ,ბავშვობაში ნანახი ფილმის კადრივით არიან, რომელმაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და არასოდეს იცვლებიან , ერთი და იგივე მომენტიდან მეორდებიან გონებაში. ამ აკვიატებული კადრივით ჩაგვიქროლებენ და ყოველთვის თან ახლავთ ის გრძნობა, ის სურნელი, რაც იმ დროს ჰქონდათ..
მაშინ, როცა ყველაფერი სხვანაირად იყო.
Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s