Be real- იმღერე ის რაც ხარ


შირად გაიგონებთ, როგორ ეუბნებიან დამწყებ მომღერალს “შენგან ძალიან მაგარ რაღაცას შევქმნიდი” , ანდა “რა კარგი მასალა ხარ”. ეს ერთი შეხედვით დიდ პერსპექტივებს უქადის მომღერალს..ასეც არის: მასზე იმუშავებენ, შეურჩევენ ჟანრს, სცენაზე დააყენებენ, დაუწერენ სიმღერებს, ამღერებენ, ვარსკვლავს დაამსგავსებენ და გააკეთებენ ყველაფერს, რომ ის გახდეს , როგორც თავად ეძახიან “უკეთ გაყიდვადი”..ერთი სიტყვით გააკეთებენ მასალას და გაყიდიან. მერე კი ამას ხელოვნებას დაუძახებენ. მაგრამ..
ყველაფერი, რაც კომერციული მიზნით კეთდება, არ არის ხელოვნება !

Image

ს არის ის, რაც  ისედაც ქვია, შოუ-ბიზნესი. ანუ სანახაობა, რომლითაც იშოვება ფული.
ჩვენ, მსმენელმა, ყოველთვის ვიცით, რომ ეს ასეა. მაგრამ მაინც ვუსმენთ მათ. მეც ვუსმენ .და ძალიან ცოტა ადამიანის გარდა უსმენს თითქმის ყველა.
როექტებში, რომლებიც ახალი მომღერლების აღმოჩენას ემსახურება, ხშირად გაიგონებთ ასეთ სიტყვებს: “შენ ძალიან კარგი  ხარ, მაგრამ ხალხი ვერ გაიგებს შენს მუსიკას..” და  არჩევენ იმათ, ვისაც გაიგებს ხალხი, ანუ უკეთესად გაიყიდება. ისინი კი,ვისაც ხალხი ვერ გაიგებს, არიან ის ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან, ისეთი თვითმყოფადები არიან, რომ ვერ მოხერხდება მათზე მუშაობა. რადგან..
ნამდვილი ხელოვანი დამუშავებას არ ექვემდებარება! 
მიტომ არიან ჩრდილში ამ ნამდვილების უმრავლესობა. უკრავენ მიწისქვეშაში , ღამეებს ათენებენ და წერენ თავიანთ სიზმრებს, ოცნებებს, ბავშვობას, ან ძალიან უბრალოდ – სიყვარულს.
მაგრამ ხალხი, მაინც სხვებს “იგებს” , სცენაზე მდგარ, დამუშავებულ, სხვის დაწერილ, სხვის დაპროექტებულ, გასაყიდად მომზადებულ მბრწყინავ და სტანდარტულ მომღერლებს, რომლებსაც შეიძლება არც კი უფუქრიათ, რატომ მღერიან იმას, რასაც არ გრძნობენ.

Image

ყოველთვის მიყვარდა და პატივს ვცემდი ტეილორ სვიფტს. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავად წერდა სიმღერებს. მეორე რიგში იმიტომ, რომ ამ სიმღერებში ჩანდა ყოველდღიურობაში, თითქმის შეუმჩნეველი, ისეთი დეტალები, როგორიც სინამდვილეში მთავარია: ბავშვობის ოცნებები, პირველი სიყვარული, მშობლებთან ერთად გატარებული შობა, ის, თუ როგორ სეირნობდა დედასთან ერთად, ..გვიყვება თავის საყვარელ სიმღერებზე,  თავის ძმაზე, თავის პატარა შავ კაბაზე.. ერთი სიტყვით ტეილორ სვიფტის სიმღერები არის თავად ის, მისი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე. და მიუხედავად იმისა, რომ 14 (თუ მეტი) გრემის და სხვა უამრავი ჯილდოს მფლობელია, მე მჯერა, რომ ეს ხელოვნებაა და არა კომერცია და , მისი წარმატება სწორედ ამ გულწრფელობით დაიწყო, იმ უბრალო სიტყვებით, რომლებსაც მსმენელი საკუთარ ბავშვობაში გადაყჰავს, ახენებს ყველა იმ დეტალს, რაც ერთი შეხედვით მივიწყებული ჰგონია..
ასეთი მომღერლები ძალიან დიდხანს არიან. ისინი, უბრალოდ არ ავიწყდებათ. “შექმნილები” და “დაპროექტებულები” კი თავიანთი ბრწყინვალების მიუხედავად მალევე ქრებიან, რადგან რაც არ არის ნამდვილი , რაც არ ხარ შენ, იმას ვერ მიიტან მსენელამდე, ვერც მაყურებლამდე, ვერც მკითხველამდე. სულ უბრალო მიზეზის გამო:
მატერიალური გათვლებისთვის ხელოვნება არ გამოდგება.
და ბოლოს,  იმ ადამიანებს , რომლებიც მუსიკას ქმნიან, ვეტყოდი, რომ ძალიან ბედნიერები არიან. ვეტყოდი, რომ დღეს, თუ ვინმე ეტყვის, რომ არაფერი გამოუვათ, ეს არ ნიშნავს რომ ასეა. ყოველთვის დაწერეთ ის, რასაც გრძნობთ, ერთხელაც აუცილებლად გაიგონებს სამყარო თქვენს ხმას!
Image

Advertisements

2 thoughts on “Be real- იმღერე ის რაც ხარ

  1. აბსოლუტურად გეთანხმები. მეც სულ ამაზე მაქვს ჩხუბი. განსაკუთრებით რაც იქს-ფაქტორი დაიწყო. ვერ ვიტან მომღერალს ბაზარში გამოტანილი საქონელივით რომ აფასებენ. რას ქვია “კარგი პროექტი გამოვა შენგან” , ბარემ უთხარი ძალიან სარფიანად გაგყიდიო. ამიტომაა ქართულ საზოგადოებაში ინდივიდუალიზმი ათას საშინელებად რომ აღიქმება

    Like

    • მართალი ხარ. სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელიც ნამდვილს ქმნის. ასეთ ადამაინებს კი ვერ ამჩნევენ. ყველაფერი ფულისთვის ხდება დღეს..

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s