მე ვწერ.


ნ ვწერ, ან იმაზე ვფიქრობ, როგორ დავწერო. წერას ბევრი უპირატესობა აქვს. ვფიქრობ ხოლმე, საერთოდ, რატომ უყვართ ადამიანებს წერა. გამოგვდის თუ არ გამოგვდის, ვზივართ და ვწერთ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერი ,რასაც ხელოვნება ქვია, ძალიან გავს ერთმანეთს. მაგალითად მწერალი , ძალიან გავს მსახიობს. როცა წერ ხომ ყველაფერი უნდა წარმოიდგინო, შენი გმირებივით იფიქრო, შეითვისო და დაიკარგო იმ ადამიანებში, შენსავე მოგონილ ადამიანებში. გაითავისო მათი ფიქრები, გრძნობები, სიზმრები, გახდე ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილხარ და ალბათ არც იქნებოდი, მწერალი რომ არ ყოფილიყავი.
ეს ყველაფერი, ის , რასაც ჩვენ, ადამიანები ხელოვნებას ვეძახით, სინამდვილეში ისეთი ადამიანური და თავისთავადია, ისეთი ჩვეულებრივი და ყველა ადამიანში, მათ გულის სიღრმეებში ჩაკარგული..

Image

ვენ ყველანი ვეძებთ ჩვენთვის მიუწვდომელს, ზოგჯერ მისაწვდომს, ზოგჯერ შორეულს ან ახლობელს, მაგრამ მაინც ჩვენს, და გვინდა გავაგებინოთ სხვასაც, ყვირილით, ძახილით, წერით, სიმღერით, ხატვით…ოღონდაც გავაგებინოთ და სიცოცხლის ბოლომდე ვეცდებით, ვიბრძოლებთ და  ყველას მოვუყვებით. სულ რომ არ მოსწონდეთ მაინც მოვუყვებით..

Image
ოგჯერ ვფიქრობ , რომ არ მესმის იმ მომღერლების, რომლებიც სულ სხვის დაწერილ სიმღერებს მღერიან. შეიძლება ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე მგონია რომ არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, როდესაც ვერ წერ და მხოლოდ მღერიხარ, ამის გამო არავინ გეტყვის, რომ არ უნდა მღეროდე, მაგრამ ეს არასოდეს იქნება ის, რაც უნდა იყოს. სულ ვერ იმღერებ სხვის სიტყვებს. სხვისი სიმღერა, ეს ხომ სხვისი ცხოვრებაა, სხვისი გრძნობები, სხვისი სიზმრები, სხვისი დილა, სხვისი ოცნებები, სხვისი ბავშვობა.. ვერ იტყვი ამ ყველაფერს ისე, როგორც უნდა თქვა, ისე, რომ ნამდვილი დაერქვას.
როცა სხვა გზა არ არის , მაინც წერაა ხოლმე გადამრჩენი. ან ხატვა, ან დაკვრა, ან სიმღერა.. გააჩნია რა არის შენი ოცნება.

Image

Advertisements

2 thoughts on “მე ვწერ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s