გამარჯობა, ტომ..


იდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც შენს პატარა ქალაქში, უკანასკნელად გესტუმრე, ტომ.
მაპატიე, რომ არ მომიწერია აქამდე. ჩვენთან ბევრი რამ შეიცვალა. ბოლოს შენთან რომ ვიყავი, ხეები მწვანე იყო, სახლებიდან კი ჯერ კიდევ ბჟუტავდა სინათლე.
ტომ, ვიცი, არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ თითქმის დამავიწყდა  ქუჩების სახელები შენს ქალაქში, და უკვე ვფიქრობ, რა იქნება ხვალ.

არა, არ იფიქრო რომ დიდებს დავემსგავსე, ასე ხდება ხოლმე.. აი მანდ, თქვენთან კი არაფერი იცვლება.

Tom-Sawyer (2)
აქ სხვანაირადაა. იცი, ზოგჯერ მომწონს კიდეც , ცხოვრებას თავისთავად ერგები და ისიც ცდილობს დაგეხმაროს. აქ ასე ხდება. დიდი ქუჩებია და განათებული, სულ განათებული ხმაურიანი ქალაქი. კარგიცაა ზოგჯერ.. მაგრამ..
ნეტავ სულ ბავშვად დავრჩენილიყავი ტომ..
ამ მრავალსართულიანი სახლებით სავსე დიდ ხმაურიან ქალაქში, ძნელად ვიხსენებ შენს მოფილაქნებულ ქუჩას. მახსოვს  ის მოხუცი მეაფთიაქე, და კიდევ თითქოს შეთანხმებულად ერთნაირად აგებული წითელი აგურის სახლები, შებინდებისას თითოოროლადან რომ ბჟუტავდა სინათლე, ლამპიონებით ოდნავ განათებულ ქუჩაზე. ისიც მახსოვს, სულ ვფიქრობდი, ეს ლამპიონები ასე თავდახრილნი, თითქოს რიდით ასრულებდნენ მოვალეობას..
მაშინ სკოლისთვის ვემზადებოდი ტომ, და მჯეროდა ზღაპრების, პრინცესებზე, მეკობრეებსა და შვიდ ჯუჯაზე . აი,  ის დრო იყო, რომ ვფიქრობდი ახლოს იყო თუ არა სასახლე, უსაშველოდ ბევრი კიბეებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით, წითელი სამხრეები რომ ამშვენებდათ.. ოქრომკერდით მორთული მოსასხამებით, სეფექალებით..
მერე კი, უცებ გაკაშკაშებულ, დიდი ქუჩებით სავსე ქალაქში აღმოვჩნდი.. და ახლა უკვე ვფიქრობ, რა იქნება ხვალ.
შენ მაინც მითხარი ტომ, მოვერევი იმ უსამართლობებს რომელიც მელოდება? მითხარი, რატომ დაამძიმა ცხოვრებამ ჩემი ოცნებები. შენ ხომ მეუბენბოდი, მთავარია არ გეშინოდესო.
და ეს დიდი ქალაქი, უფრო ცივია ვიდრე მეგონა.
მოდი დავანებოთ ყველაფერს თავი, იქნებ გნახო ოდესმე, ტომ.

  ბავშვობა, ჩემი პატარა ქალაქი

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s