აქ არ არსებობს წესი, ანუ -He`s just not that into you


მდღეს ერთ ფილმს ვუყურე. ქართულად ასე ერქვა , ” დაპირება არ ნიშნავს ცოლად მოყვანას” , ორიგინალში კი, “He`s just not that into you” ქვია.
მ ფილმის შესახებ ჯერ კიდევ 5 წლის წინ წავიკითხე, ქართული Cosmopolitan -ის ერთ-ერთი ნომრის, რედაქტორის სვეტში. მაშინ , 5 წლის წინ, არ ვიცოდი რატომ უნდა მეფიქრა ასეთ თემებზე.  რატომ იყო მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ რას დაგპრდებოდა და ვინ რას შეასრულებდა, არ მესმოდა ფილმების, რომლებიც, ჩვეულებრივ, რეალურ ამბებს ასახავდნენ და საერთოდ, არ მესმოდა რატომ აღელვებდათ ადამიანებს ეს ყველაფერი. მაშინ მეგონა, რომ, თუ ვინმე გეყვარებოდა, მასაც ეყვარებოდი და იცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად.
დახლოებით 1 კვირის წინ, შემთხვევით , რომელიღაც ქართულ არხზე გადავრთე და თვალი მოვკარი ფილმის სათაურს.

Image
იუჟეტი ჩვეულებრივია.  შეიძლება უყურო, მაგრამ არც კი დაფიქრდე ფილმის იდეაზე. რადგან ზედმეტად ჩვეულებრივია ყველაფერი, ყოველგვარი ვნებათაღელვისა და თავგადასავლების გარეშე. მე ასეთი ფილმები არ მიყვარს. მაგრამ მიყვარს ისეთი დასკვნები, როგორებსაც ასეთ “ჩვეულებრივ” ფილმებში აკეთებენ.
ქ არ არის მთავარი გმირი. აქ არის ისტორიები ადამიანებზე, რომელბსაც უყვართ, ან არ უყვართ ერთმანეთი. აქ არის გოგო, რომელსაც უაზრო იმედი აქვს რომ , დაურეკავს ბიჭი, რომელსაც არც კი ახსოვს ის;  არის ბიჭი, რომლის ცოლსაც ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა და სინამდვილეში არაფერია კარგად; არის მეორე ბიჭი, რომელსაც უყვარდება გოგო, და ამაზე წარმოდგენაც კი არ აქვს. ერთი სიტყვით ფილმში ხდება ის, რაც წესით არ უნდა მოხდეს. ანუ ზოგჯერ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს.
ოცა გგონია, რომ ვიღაცას მოსოწონხარ, შეიძლება მოსწონდე, მაგრამ შეიძლება არ მოსწონდე. არ უნდა ენდო მინიშნებებს, არ უნდა იფიქრო, რომ მან თუ არ დაგირეკა, ალბათ არ სცალია, ალბათ პრობლემები აქვს, ალბათ უნდა შენთან ყოფნა, მაგრამ არის, რაღაც რაც ხელს უშლის…
საკმარისია ! ყველაფერი ტყუილია. ის თუ არ გეუბნება რომ შენთან უნდა ყოფნა, ეს ნიშნავს რომ არ უნდა. თუ არ გირეკავს ესეიგი არ ახსოვხარ, თუ არ მოდის შენთან, ესეიგი არ უყვარხარ !
if-he-loves-you-youll-know-If-he-doesnt-youll-be-confused
ს არის ფილმის იდეა. უმეტესად ასე ხდება. და კიდევ ისეც ხდება, რომ სიურპრიზს გვიკითებს ცხოვრება.
ერთი შეხედვით იდეალური ცოლქმრობა შეიძლება სულაც არ იყოს იდეალური. შეიძლება თავზეც დაგვემხოს ოცნებები. მაგრამ ..
ფილმის ბოლოს, ერთ-ერთი მთავარი გმირი ამბობს,რომ  მთავარია არასოდეს დანებდე, არასოდეს დაკარგო იმედი, იქნებ მეორე ადამიანი სულაც არ არის საჭირო ბენდიერებისთვის?
სეცაა. ჩვენ ბედნეირები უნდა ვიყოთ ყველაფრის გამო და ყველაფრის მიუხედავათ. ამისთვის, ხომ მხოლოდ ჩვენ ვართ საჭირო. თან არც ის ვიცით რა სიურპრიზს გვიმზადებს ცხოვრება ხვალისთვის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s