ოქროს შუალედი ანუ, გავხადოთ ცხოვრება უკეთესი


ხოვრებაში აუცილებლად ვხვდებით საკითხებს, რომლებზეც კამათობს ყველა. რომლის ზუსტი პასუხიც არავინ იცის და შეთანხმებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ასეთ საკითხებზე არაფერი გსმენიათ, აუცილებლად გაიგებთ. ადამაინი მუდამ ძიების პროცესშია(იგულისხმება ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი) ცდილობს აღმოაჩინოს ჭეშმარიტება, რომელიც ყელასთვის განსხვავებულია.ის ხშირად, იშვიათად ან არასოდეს იცვლის მოსაზრებებს მისთვის მნიშვნელოვან ან არამნიშვნელოვან საკითხებზე. ყველთვის იქნება სხვა ადამიანი, რომელიც ასევე ეძებს ჭეშმარიტებას, ასევე აზროვნებს და გამოაქვს დასკვნები. რა არის სწორი ან არასწორი. აქედან გამომდინარე ,ყოველთვის იქნება ორი ადამიანი მაინც,რომელთა აზრიც განსხვავებული იქნება. რადგან, ცხოვრებაში ყველაფერი სუბიექტურია! Image ს ზოგადად, ახლა კი ის საკითხები ,რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას ხშირად იწვევს. ველა ქვეყანას აქვს წესები. რომლებსაც ტრადიციებს ვუწოდებთ. ისინი იქმნებიან დროსთან ერთად. შესაბამისად შეიძლება ითქვას ორგანული და თავისთავადია. სწორია თუ არა ეს ტრადიციები?

ოცა საქმე ტრადიციებს ეხება, ხშირად რადიკალურ განცხადებებს ვაწყდებით. ვამბობთ ან კი, ან -არა. მაგრამ გვავიწყდება, რომ, ყოველთვის მოიძებნება საკამათო საკითხში რაღაც, რაც მოსაწონი იქნება ყველასთვის. იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე.  უ გავაკეთებთ იმას, რაც არ მოგვწონს, მაგრამ ნუ ვიტყვით გადაჭრით რომ, რაც ჩვენ არ მოგვწონს ცუდია. თუ შენ არ მოგწონს ქართული სუფრის და სადღეგრძელოების ტრადიცია ნუ დაჯდები სუფრაზე და ნუ იტყვი სადღეგრძელოებს, მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ შენ თუ არ მოგწონს, ცუდია. ცხოვრებაში ყველაფერი სუბიექტურია და მათ შორის შეხედულებებიც, რომელიც შეიძლება შეიცვალოს.(შეიძლება არა) ოდესაც რაიმე მოგვწონს ან არ მოგვწონს, ამას აქვს მიზეზი. უმიზეზოდ არაფერი ხდება. ყველაფერი ფარდობითია და ყველაფერს გააჩნია. ამიტომ ნუ ვიქნებით რადიკალურები ! Image სეთი საკამათო თემა, როგორიცაა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები, არამარტო საქართველოშია განხილვადი თემა. ე ამ საკითხთან(და ყველა საკამათო საკითხთან) მაქვს ერთი მოაზრება. არ აქვს მნიშვნელობა მოგვწონს თუ არა ისინი, ჩვენ მათ ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც სხვა ტრადიციული ორიენტაციის ადამინებს. ჩვენ არ უნდა ვცემოთ და დავცინოთ მათ. რადგან ისინი ღმერთმა შექმნა. თუ ცოდვას სჩადიან, მათი შეურაცხჰყოფა და განსჯაც ცოდვაა. დავუშვათ , ჩვენ არ გვინდა ჩვენი ახლობელი ადამიანი იყოს არატრადიციული ორიენტაციის მქონე. ვიღაცის აზრით შეიძლება არ არის სწორი, მაგრამ არ გვინდა, არ გვირჩევნია.(ჩემი სუბიექტური მოსაზრებით მისაღებია, რომ ვიღაცას არ მოსწონდეს და არასწორად თვლიდეს მათ გამოსვლებსა და აქციებს .ორიენტაციის დემოსტრირება არ მიმაჩნია სწორად) თუმცა, თუ ცოდვას ვებრძვით, ადამიანის ცემა და დამცირებაც ცოდვაა(!) ს ყველაფერი იმის ბრალია, რომ უარყოფითი ენერგიით ვართ დამუხტული. მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში, მძიმე ეკონომიკური ფონი..მაგრამ ეს არ ნიშნავს , რომ აგრესია უნდა გადმოვანთხიოთ. მდღეს “რუსთავი 2” -ის გადაცემა “პროფილში“(13/3/14) სწორედ ამ საკითხს განიხილავდნენ, რატომ ლანძღავენ ქართველ ცნობილ ადამიანებს , რატომ უტოვებენ აგრესიულ კომენტარებს? ნინო ჩხეიძე, ნინა წკრიალაშვილი, შორენა ბეგაშვილი და სხვ. წამყვანთან და ჟურნალისტებთან ერთად განიხილავდნენ ამ საკითხს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თემაა, მაგრამ სინამდვილეში დიდი პრობლემა. რატომ არის ხალხი ნეგატიურად განწყობილი ნეიტრალური თემების და ადამაინების მიმართაც კი. Image ს საკითხი მარტივად გადაიჭრება თუ ვისწავლით ოქროს წესს. არ თქვა ის, რაც არ მოგწონს ადამიანში. თქვის ის რაც მოგწონს. მაგალითად, თუ არ მოგწონს ნინა წკრიალაშვილის თმის ფერი, ან ზაგარი ან რაიმე..ნუ დაწერ ამას. დაწერე რომ აქვს კარგი ფეხები. დაწერე ის, რაც კარგი გეჩვენება ადამიანში, ეს მარტივია ! ეს უნდა გამოვიმუშაოთ, არ ვლანძღოთ ადამიანები. ვუთხრათ კომპლიმენტი . ჩვენი ემოცია დადებითისკენ მივმართოთ. უკეთესად შემობრუნდება. მ 21 წლის მანძილზე მივხვდი იმას, რომ ჩემი თავი უნდა განვსაჯო. მეტი არავინ. არ გვინდა უარყოფითი ემოცია. ვიცხოვროთ ისე, როგორც რომანტიკულ კომედიებშია, არ ვიფიქროთ გადაუჭრელ პრობლემებზე(რომლებიც ხშირად არანაირად გვეხება და არც არის პრობლემა) და ყველაფერი უკეთესად იქნება. Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s