ვინ გინდა იყო ?


იფიქრიათ ოდესმე, რომ თუ ისეთი იქნებით , როგორიც სინამდვილეში ხართ, არავინ მიგიღებთ? ან არაფერი გამოგივათ?  ამას იშვიათად ვფიქრობთ, ისე იშვიათად, რომ შეიძლება გვგონია კიდეც, რომ არასოდეს გვიფიქრია.
მარტივად რომ ვთქვათ , ჩვენ, ადამიანები (და ალბათ სხვებიც) ვიბადებით ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ. ვიბადებით ჩვენი ოცნებებით, ჩვენი საკუთარი ნატვრებით და მიზნებით, ჩვენი საკუთარი საყვარელი ფერით, საყვარელი სიმღერით, საყვარელი ადგილით.. და მერე, როცა ვიზრდებით ,ნელ-ნელა ვხდებით ისეთები, როგორებიც უნდა ვიყოთ , და არა ისეთები როგორებიც ვართ.

Image

მინდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და ალბათ ვიქნებოდი კიდეც, ქვეყნად სხვა ადამაინები რომ არ არსებობდნენო. ანა ფრანკმა დაწერა, დაახლოებით ასე. ჩვენ გვცვლის ცხოვრება, ისე, რომ გვიჭირს გავიგოთ ვინ ვართ და ვინ გვინდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ კი არა,- გვინდა , რომ ვიყოთ.
Patty-Kikos-bewho-you-want
ადამიანი, ყოველთვის  იმას ესწრაფვის რაც სინამდვილეშია.
შენ გინდა დაუკრა პიანინოზე, ნოტებს რომ ხედავ ჟრუანტელი გივლის.სიზმარშიც რამდენჯერ გინახავს ხალხით სავსე დარბაზი , ოვაციები..სცენა ნათდება და შენ გამოდიხარ, თითებს ახებ კლავიშებს…და იწყება.. 

უცებ გეღვიძება . შენ ფიქრობ რომ ეს უბრალოდ ბავშვობის ნატვრაა, რომელიც გესიზმრა. ფიქრობ რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ოცნება, რომელიც არ გისრულდება გღლის.. მერე როცა გეკითხებიან, რატომ არ უკრავ. შენ ეუბნები, რომ იცით, როცა ჩააბარე უნივერსიტეტში, ამის დრო არ გქონდა… რომ კარიერას ვერ აიწყობდი. და იმეორებ სხვების (დიდების) ნათქვამ ათასჯერ გამეორებულ სიტყვებს, რომ ხელოვნება პრაქტიკული არ არის, რომ ამით ძნელია ცხოვრება და რომ ამას დიდი ნიჭიც უნდა. შენ არ იცი , რომ ნიჭი სურვილია. რომ, არ გენდომება რაღაც, თუ ის არ შეგიძლია, იმიტომ ,რომ რაც არ შეგიძლია, მთელი არსებით არ მიისწრაფვი იმისკენ. და თუ მიისწრაფვი ესე იგი შენია, ოცნებაა და აუცილებლად შეძლებ.

Image

ე ვიცნობ ერთ ბიჭს, რომელიც ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა. მთელი ბავშვობა ამაზე ლაპარაკობდა, არ იღლებოდა . ყველა პატარა მსახიობს ეძახდა და ეს ასეც იყო. მას ეს მთელი თავისი არსით უნდოდა, რომ გენახათ, შეატყობდით ყველა სიტყვაში, ყველა ქმედებაში. რა გატაცებით გიყვებოდა  მსახიობობაზე.. თუმცა.. მერე ვიღაცეებმა უთხრეს, რომ ” საქართველოში ამით ოჯახს ვერ არჩენდა.” უთხრეს რომ იქ, დიდ სცენაზე დიდი ნიჭიც უნდა. მათ კი არავინ ეუბენბოდა, რომ დიდი ნიჭს დანახვაც უნდა და  რომ დიდი ნიჭი დიდი სურვილიდან იბადება. მათ არავინ ეუბნებოდა, რომ ბავშვისთვის  ოცნების გაუფასურება დანაშაულია. იმედის გაცრუება და იმის თქმა, რომ მას სცენაზე არაფერი გამოუვა, დანაშაულია.
მერე რა, თუ თავიდანვე დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ? ყოველთვის იქნება მეორე მწვერვალი, იმისათვის რომ დაიპყრო.
ვენ, ოცნებას რომ ვეძახით, სინამდვილეში ის არის, რისთვისაც იბადება ადმაიანი. “ოცნება” მხოლოდ სიტყვაა, რომელიც ამას ქვია და რომელიც ბოლომდე ვერც ხსნის მის მნიშვნელობას.

Image
ოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც ჩვენი ოცნებები არ მოეწონება და არ დაგვიჯერებს. ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც გვეტყვის რომ, მსახიობობით, მწერლობით, დაკვრით, ფეხბურთით ოჯახს ვერ ვარჩენთ. ასეთ ადამაინებს უნდა ვუთხრათ – მე ვცდი ! და უნდა ვეცადოთ ყოველთვის, ყველ წამს, რომ გავხდეთ ის ვინც გვინდა რომ ვიყოთ, ჩვენ არ გინდა ფულის შოვნა, ჩვენ გინდა საყვარელი საქმე!
გინდა რომ მთელი ცხოვრება ფეხბურთი ითამაშო? – ითამაშე !. ნუ გამოხვალ იურისტი.
ნუ დაუჯერებ მშობლებს და იმ ყველას, ვისაც არ სჯერა შენი. იურისტი ის გამოვა, ვინც   ოცნებობს ამაზე. თუ მიწისქვეშაში დაკვრა გინდა, დაუკარი! არავინ იცის ხვალ რომელ სცენაზე აღმოჩნდები. ეს მხოლოდ  იცის იმან , ვინც შენი საქმისთვის გაგაჩინა. ღმერთმა.
იღაცისთვის პათეტიკური სიტყვების კორიანტელი იქნება ეს ყველაფერი. მაგრამ ..Image

სე, მე ხანდახან მინდა, რომ ტელეწამყვანი ვიყო. აი ასე უბრალოდ  მინდა ჩემი საკუთარ შოუ. სურვილს წინ ხომ არაფერი უდგას. .მაგრამ ღამით, ძილის წინ, როცა ვუყურებ მაგიდაზე გაშლილ თეთრ ფურცლებს. მე ვიცი რომ ჩემი ოცნება წერაა. შეიძლება კიდევ ვაკეთო სხვა რაღაც, მინდოდეს ჩემი შოუ, მინდოდეს ჟურნალი, მაგრამ ოცნება სხვაა.. ოცნება სიყვარულია .
თუ გიყვართ დაკვარა, ჩააბარეთ კონსერვატორიაში. თუ გიყვართ სცენა, ჩააბარეთ თეატრალურ უნივერსიტეტში. ან სულაც ნუ ჩააბარებთ, ისეც შეიძლება.თუ გინდათ ფეხბურთი ითამაშეთ. გინდაც ამით ვერ იშოვოთ ფული !

Image

და კიდევ ..არ დაგავიწყდეთ, იმედი. რომელიც ყოველთვის უნდა გქონდეთ. 

Advertisements

2 thoughts on “ვინ გინდა იყო ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s