ზამთარი , ყინვა და ლამპიონები


Image

ლამპიონები ჩემი სოფლის გზადკეცილზე

ე მომწონს ნიუიორკი, უფრო მეტად კი მომწონს ლოს-ანჯელესი . დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი. თბილისიც მომწონს, მიყვარს კიდეც . მაგრამ ჩემი ცარიელი და პატარა მშობლიური ქალაქი, ყველა ქალაქზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. იმიტომ კი არა რომ ყველაზე კარგი და მაგარია, იმიტომ რომ ჩემია, იქ წავიკითხე პირველი წიგნი და იქ მასწავლა დედამ ხატვა..
(21 თებერვალი, საღამო,დედოფლისწყარო)
7
თუ 8 წლის წინ, ამ დროს,ჩემს სოფელში, ეზოში მთელ დღეებს ვატარებდი.ციოდა,ყინავდა და მაინც. კილომეტრიანი გორიდან ციგით ვსრიალებდი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ლამის ხელ-ფეხი დავიმტვრიე , ერთი სიტყვით მთელ დღეებს ყინვაში და თოვლში ვატარებდი , სამჯერ ვიცვლიდი სველ ტანსაცმელს და ისევ ეზოში ჩავდიოდი. ვიყინებოდი და მაინც არ ამოვდიოდი სახლში, სანამ ძალით არ ამიყვანდნენ.  მაშინ, 7 თუ 8 წლის წინ ყველა ასე ვიყავით, მთელი ეზოს ბავშვები.  მაშინ აქ ჩამოსვლა ჩემთვის დღესასწაული იყო და წასვლა ტრაგედია. ახლაც აქ ვარ. თოვლი რომც მოვიდეს, ვიცი დაღამებამდე გარეთ არ გავიყინები. შეიძლება საერთოდაც არ გავიდე,  მაგრამ სულ მინდა, მაინც მინდა რომ ისევ ისე იყოს ყველაფერი, როგორც 7 წლის წინ..8 ,9 და 10 წლის წინ. მინდა თოვლში ვითამაშო , ყინვაშიც სიცივეში და სახლში არ ავიდე. იმიტომ კი არა რომ არ მცივა,იმიტომ რომ მცივა, მაგრამ არაფერია ჩემთვის სიცივე. რადგან მე ჩემს სოფელში ,თოვლში თამაში ყველაფერს მირჩევნია , რადგან ბავშვობა მალე მიდის და აღარ მომინდება ყინვას გავუძლო.
მას იმიტომ ვწერ , რომ აღმოვაჩინე, რა მალე გადის დრო..ყველაფერი წარსულად იქცა. ნეტავ ახლა, 11 და 12 წლის ბავშვებს თუ გონიათ რომ არასოდეს გაიზრდებიან? მე ასე მეგონა და დღეს ყველაფერი, ის თოვლიც და მზეც წარსულია. ახლაც აქ ვარ, ჩემი ბავშვობის ქალაქში. სადაც მეგონა რომ სულ ზაფხული ან ახალი წელი იყო. სადაც ნაძვები არასოდეს იცვლიან ფერს, სადაც ერთხელ დედამ მომატყუა, რომ თოვლის პაპა, რომელიც ერთად გავაკეთეთ , მზის დანახვაზე თურმე  სახლში გაპარულა.  მას მერე მეგონა, რომ თოვლის პაპას მზე ვერ ადნობდა. ეს ის ქალაქია,  სადაც დღისით მატარებელი გუგუნებს და ღამით ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი..სადაც არაფერი ხდება სხვა.. და მიუხედავად ამისა მე ის ყველა სხვა ქალაქზე მეტად მიყვარს ამ ქვეყნად..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s