ახალგორი..



                                                                                                 “ლამის ჩამოიღონ ზეცა წეროებმა,
                                                                                         სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება” 

ვიწრო, ძველ, ასფალტაყრილ ქუჩას რომ დაუყვებით, ხევს რომ გადაკვეთთ, პირველივე შესახვევში დიდ სახლს დაინახავთ, ცისფერი ჭიშკრით. ძველია, დროს ბზარები დაუმჩნევია, რომ შეხედოთ , იფიქრებთ, უკანასკნელ ძალებს იკრებს რომ არ წაიქცესო.
აგერ უკვე მეექვსე წელი იწყება, ასე მარტოდმარტო დგას, დგას და გაჰყურებს გზას, გეგონებათ ჯიუტად ასრულებს მოვალეობასო.

ეს სახლი ,ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო, ჩემი დედულეთი, დედაჩემის სამშობლო.
..ახლადგამომცხვარი პურის სურნელი, ეზოში დიდი კაკლის ხე და ამ კაკლის ხის ფოთლის სურნელი ადრე შემოდგომაზე. მზისგან დასიცხული , ასფალტაყრილი ქუჩის მტვერი, უსაშველოდ ნაცნობი და ახლობელი, ბავშვობასავით ახლობელი.. სხვა რომ ვერ გაიგებს ისეთი..

Image 
აღის ბოლოში ახლადჩაყრილი ატმის ნერგები. ალუბლის ხე, ბავშვობის პირველი მესაიდუმლე, სამალავი, და სახლიც კი…

ველი კრამიტების ბილიკი, რუს  კვეთს ,რომელიც ,სარწყავი არხის მოვალეობას  ასრულებს. ამ ბილიკს რომ დაუყვებით გეორგენებით და ზაფრანებით სავსე  ყვავილების პატარა თავშესაყართან მიხვალთ,  გვიან გაზაფხულიდან მოყოლებული საოცრად ჰყვავიან , თეთრად ,ლურჟად და ყვითლად ..

* * *
ახალგორზე აქამდე არასოდეს დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ, დაკარგულზე ვერ წერენ..უფრო ადვილია დაწერო, ვიდრე თქვა, ამიტომაც ვწერ.
ახალგორის დაკარგვამ ბევრი რამ მასწავლა. პირველ რიგში ის, რომ დრო არ არის ყველაფრის მკურნალი. შეიძლება გააყუჩოს, მაგრამ განკურნება სხვაა.. განკურნება ის არის, როცა ტკივილი აღარ არსებობს. ეს კი შეუძლებელია, მონატრებას ხომ ვადა არ აქვს..
ყველას ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ, რის შემდეგაც ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, რაზეც არასოდეს გვიფიქრია და ალბათ არც ვიფიქრებდით, ეს “რაღაც” რომ არ მომხდარიყო.
ეს 6 წელი, თანდათან უფრო მეტს ვფიქრობ ახალგორზე, ყოველ წელს უფრო მეტს, წინა წელთან შედარებით, და ყოველ დღე უფრო მეტს, ვიდრე წინა დღეს.  და ერთადერთი რაც ვიცი, ისაა, რომ მიზეზებს არავინ ეძებს, როცა საქმე მონატრებას ეხება.
დღეს კი.. ყოველ ზაფხულს მგონია, ამ ზაფხულს მაინც   აუცილებლად წავალ ახალგორში, წავალ და ყველაფერი ისევ კარგად იქნება, როგორც ადრე, ბავშვობაში..(ისევ ეს “ადრე ყველაფერი კარგად იყო”..)
მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს რა მგონია მე, მთავარი ის არის, რომ , ზოგჯერ, ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ, რის შემდეგაც ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რაზეც არასდეს გვიფიქრია და ალბათ არც ვიფიქრებდით, ეს “რაღაც” რომ არ მომხდარიყო..

p.s. ნოველასავით დავიწყე , მაგრამ არც ნოველა გამოვიდა და არც მინიატურა. წინადადებების და სიტყვების მხატვრულ ღირებულებაზე ვერ ფიქრობ, როცა იმაზე წერ, რაც გენატრება.(კიდევ ერთი რამ ,რაც აღმოვაჩინე)
ფიქრობ მხოლოდ იმას, რომ იქნებ სხვასაც გააგებინო,სხვასაც უთხრა სხვასაც მოუყვე..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s