Something royalty..


არის რაღაც, რაც გაუგონრად გიზიდავს. ანდამატივით თავისკენ გეწევა და მთლიანად გშთანთქავს. ქვეშეცნეულად მისკენ მიისწრაფვი და იმდენად გინდა ის “რაღაც” შენი ნაწილი გახდეს, რომ უკვე გჯერა  რომ ასეა. Image
ავშვობიდან ყველაფერი მიყვარდა, რაც პრინცესებს და პრინცებს ეხებოდათ. ზღაპრები, სათამაშები, ნaხატები, მუსიკა, ჩაცმულობა.. Disney… ერთი სიტყვით ყველაფერი.
როცა გავიზარდე, ამ ყველაფერმა ფორმა იცვალა.
Image
ე მიყვარს ეს სამყარო. ოღონდ ნამდვილი. 

მიყვარს ისეთი, როგორიც უნდა იყოს, და როგორიცწიგნებში და ფილმებშია.
მიყვარს, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი დიდებულია, მშვენიერი და თავისთავად ,ის ადამიანები, რომლებიც ამ სამყაროში ცხოვრობენ კეთილშობილები და ლამაზები არიან.
Image  ე ვიცი , რომ ეს არ არის მართალი. ისინი არ არიან ასეთები. უბრალოდ მე მგონია ასე. მგონია იმიტომ, რომ როცა ასე გგონია და, როცა ამ გამოგონილს ესწრაფვი, უფრო ლამაზია ცხოვრება.

ჩვენ ყველა ვიგონებთ რაღაცას. რითიც ვქმნით ჩვენს თავს. მოგონებას კი არაფერი უდგას წინ. გამოიგონო ღაღაც ლამაზი და შენვე დაიჯერო და შეიყვარო, ეს ყველაზე მარტივი რამაა, რაც კი შეიძლება გააკეთო ადამიანმა. Image
ჰოდა ასე, მეც ვზივარ და მგონია, რომ სადღაც არსებობს დიდი და ლამაზი სასახლეები, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, ღირსეულები, სამართლიანები..ისეთები, როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ.

Advertisements

2 thoughts on “Something royalty..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s