ვინ ვარ მე. ანუ, იმიჯზე და ასეთ რაღაცებზე


იმიჯი. 
იმიჯი ეს არის ის,  რაც ნაწილობრივ ხარ, და რაც გინდა რომ იყო. ის, როგორადაც აჩვენებ საზოგადოებას თავს, ის არის რაც სინამდვილეში ხარ, მაგრამ უფრო ლამაზი ფორმით.
აი მე. ჩემს ბლოგზე რომ შემოხვალთ, როგორი შთაბეჭდილებაც შეგექმნებათ ჩემზე, ისეთი ვარ. დაალხოებით მაინც.
იმიჯი გარკვეული ფორმით ჩარჩოც არის. იმიტომ, რომ, ჩვენ, ადამიანები ქვეშეცნეულად ვაწესებთ, როგორები ვართ, და აქედან გამომდინარე იმასაც ვაწესებთ რას გავაკეთებთ და რას არა. 
ადამიანებს, ის თვისებაც გვაქვს, რომ არ გვინდა ჩარჩოებში მოვექცეთ.ძალიან არ გვინდა. არ გვინდა კი არა გვძულს ჩარჩოები და ყველანაირად ვცდილობთ დავამტკიცოთ , რომ მათგან თავისუფლები ვართ.Image
ეტნაკლებად ასეცაა. მაგრამ ჩემს მაგალითზე რომ განვიხილოთ. რა ქმნის იმიჯს? რა განაპირობებს მის ჩამოყალიბებას?
-სურვილები, მისწრაფებები. უფრო მეტად კი აუხდენელი, შორს მყოფი სურვილები.            “-როგორი მინდა ვიყო? (ანუ როგორი ვარ შინაგანად, სულის სიღრმეში, და როგორი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ისეთად ყოფნა, როგორადაც მინდა)
“ჩემი სახელია ანა, მე ვარ 21 წლის. მე ძალიან მიყვარს ყველაფერი კლასიკური. მე მიყვარს “უცნაურობები”, მაგრამ არა ჩემზე, არა ჩემთვის, მომწონს სხვებზე ,ზოგადად.. მე ვიღაცეები მეუბენბიან რომ უცნაური ვარ, იმიტომ რომ ჩაკეტილი ვარ ხანდახან. მე ეს არ მომწონს . მე მინდა ისეთი ვიყო, როგორზეც ვოცნებობ რომ ვიყო. მე მომწონს ადამაინები, რომლებიც განათლებულები არიან და წერენ მოთხრობებს და ლექსებს, მეც მინდა რომ ასეთი ვიყო და ვწერ. ვცდილობ რომ დავწერო. ასევე მომწონს ადამიანები, რომლებიც რაღაცით “არისტოკრატულები “არიან. თითქმის რომ არაფერი ეშლებათ ისეთები. მე მომწონს ასეთი ადამიანები და მინდა მათნაირი ვიყო. “

ეს მე ვარ. მე ვფიქრობ ამას. ხმამაღლა არ ვამბობ მაგრამ ვფიქრობ. და ვინაიდან აქ იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ, ყველანაირ პასუხისმგებლობაზე ფიქრის გარეშე, ამის თქმაც შემიძლია. სურვილები და ფიქრებიც იცვლებიან ( ეს ეჭვგარეშეა, ხვალ რა მოხდება არავინ იცის და გამორიცხულიც არაფერია) დასაშვებია რომ იმიჯიც შეიცვალოს და მთლიანად ადამიანიც.

 ოლოს ვიტყვი რომ ,არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ სხვები, ჩვენც მაინც ვეძებთ საკუთარ თავს, ისეთს, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ და ალბათ ვიქნებოდით კიდეც, ცოტა სხვანაირად რომ ყოფილიყო ყველაფერი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s