როცა არ იცი რა დაწერო


ატომ გავაკეთე ბლოგი?
ანდახან ვფიქრობ ხოლმე , რომ არ მეყოფა ნებისყოფა ვწერო ბლოგზე. ეს ხომ პასუხისმგებლობაა? როცა მკითხველი მეყოლება, ხომ უნდა ვიფიქრო მათზე. უნდა ვიფიქრო , რა მოეწონება და რა არ მოეწონება მკითხველს.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემს ნაწერს არასოდეს გამოვიყენებდი კომერციული მიზნებისთვის. ანუ არ ვაქცევდი ფულის შოვნის საშუალებად. ახლაც ასე ვფიქრობ. მე დავწერ იმისთვის რომ მიყვარს წერა, და არა კეთილდღეობისთვის. ჩემი კეთილდღეობა დღეს ის არის, რომ ვწერ, როცა მინდა, რაზეც მინდა და როგორც მინდა. თუმცა არ ვიცი რა იქნება ხვალ. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში რადიკალურად აზროვნება არასწორია, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რომ სამწუხაროდ, დღევანდელი მიზნები, ოცნებები და ფიქრებიც იცვლებიან.

DSCN0257

რ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ვიცი რომ ასეა. ზემოთ პასუხისმგებლობა ვახსენე. პასუხისმგებლობა ის არის რაც მე მაკლია და არ მინდა, რომ ასე იყოს. მე მრცხვენია რომ მაკლია ის.

მრცხვენია, რომ არ ვარ მობილიზებული და პუნქტუალური. მრცხვენია ამ ყველაფრის. იმისიც, რომ წუხან ჩემი მშობლები, რატომ ვარ ასეთი. რატომ მინდა დავწერო მხოლოდ მაშინ, როცა მომინდება და არა მაშინ, როცა საჭირო იქნება. მგონია, რომ, როცა ვინმე დამავალებს დავწერო, როცა სხვისი დავალებით დავწერ, ეს ის არ იქნება რაც უნდა იყოს. ასე მგონია და არ ვიცი ეს სწორია თუ არა.

tumblr_m52hnxxfDu1r60r3yo1_400
იდევ ერთი ცუდი თვისება რაც მაქვს, ისაა, რომ ვარ დაბნეული, მოუთმენელი.. ბლოგსაც ბევრი რამ აკლია და ბევრი პოსტი არ დამიწერია. მეშინია, რომ არ არის საკმარისად კარგი ის, რასაც ვწერ. ეს ვიცი რომ ასეცაა. ვიცი ,მაგრამ მიყვარს წერა, და ცუდია თუ კარგი უნდა დავწერო.

Advertisements

4 thoughts on “როცა არ იცი რა დაწერო

  1. ყველაფერი მაშინ არის სრულყოფილი როცა ბინებრივად მოდის.. როცა იძულებული ხარ დაწერო , თითქოს კარგი ვერ გამოდის.. ამიტომ მე გეტყვი რომ ეგ შენი ცუდი თვისება არაა :*

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s