მოუთმენლობა გულისა


ოუთმენლობა გულისა. ძალიან დიდი ტკივილით, დიდი მოლოდინით , დიდი სინანულით და მოუთმენლობით, უსაშველო მოუთმენლობით სავსე ამბავი.
25 წლის ლეიტენანტი ტონი ჰოფმილერი, ჯანმრთელი, ლამაზი, სიცოცხლით სავსე. 17 წლის ედით კეკეშფალვა , კეთილშობილი წარმოშობის, დავრდომილი და უიმედო.

 ”ჯანმრთელებმა, ძლიერებმა, ამაყებმა, მხიარულებმა , არ იციან სიყვარული- ან კი რაში სჭირდებათ იგი?  სიყვარულს ისინი ქედმაღლურად და გულგრილად იღებენ, როგორც დამსახურებულ თაყვანისცემას, თითქოს სხვებს ევალებოდეთ მათი ტრფიალი . მათთვის სხვისი გრძნობა, თუნდაც ის სხვა მთელ თავის მეობას აქსოვდეს შიგ, უბრალო დანამატი, თმაში გარჭობილი სამკაულია, მკლავზე წამოცმული სამაჯურია და არა მთელი ცხოვრების აზრი და ბედნიერება.”

Stefan Zweig

შტეფან ცვაიგი

ველაფერი კი ასე დაიწყო:

აჩახჩახებული დარბაზი, ორკესტრი, მოცეკვავე წყვილები..და ამ დროს, ცეკვითა და მხიარულებით დაღლილ ტონი ჰოფმილერს ახსენდება მასპინძლის ქალიშვილი და გადაწყვეტს საცეკვაოდ გაიწვიოს ის. ტონი მიდის იმ მაგიდასთან , სადაც ფეხებწართმეული გოგონა ზის, ხელს უწვდის მას.
და იწყება..
იწყება იმედი და ოცნება, ტკივილი და სიბრალული, იმედგაცრუება, თანაგრძნობა და მოუთმენლობა, დაუსრულებელი მოუთმენლობა ..
ლეიტეტანტის საბედისწერო სტუმრობები ედითთან და უსაშველო , გაუგონარი თანაგრძნობა. რასაც მოჰყვება ის, რაც ალბათ უნდა მომხდარიყო. ედითს უყვარდება ტონი.
იქცევა თუ არა ტონის სიბრალული სიყვარულად? ეს არის მთავარი.

სიყვარული, რანაირადაც არ უნდა გამოვლინდეს იგი, თუნდაც ყველაზე სასაცილო და აბსურდული ფორმითაც კი, ადამინის წერაა და გულგრილობა უკვე დანაშაულია მის მიმართ.”

დითი იცდის , ელოდება საპასუხო გრძნობას, ელოდება მოუთმენლად. სადამდე შესძლებს ლოდინს ის? სადამდე შესძლებს ტონი თანაგრძნობას? და სად გადის ზღვარი, თანაგრძნობასა და თავგანწირვას შორის. ეს არის მთავარი..

Image
“ვინაიდან სიყვარული, თავისი შინაგანი კანონების მიხედვით, მარად უსაზღვროებას ესრაფვის, ყველაფერი ჩვეულებრივი, ყოველივე ზომიერი მისთვის საძულველია და აუტანელი. ”  

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s