შარიკა



აკო ბებოს ეზოში ერთი ტყემლის ხე იდგა. გამოზაფხულდებოდა თუ არა, უბნის ბავშვები შევესეოდით ამ ხეს და მალე ისე გავაჩანაგებდით, ერთი ტყემალი აღარ შერჩებოდა ხოლმე. მაკო ბებო სახლის კარს რომ გააღებდა, კარის ჭრიალზე ვიგებდით და თავპირისმტვრევით გამოვრბოდით ეზოდან. უკან კი შარიკა მოგვყვებოდა და გვაცილებდა, ის არასოდეს გვიყეფდა. შარიკა  მაკო ბებოს ერთადერთი მოსახლე იყო.

თეთრი იყო, საშუალო ზომის. არაფერით განსხვავდებოდა სხვა ძაღლებისაგან. ერთი ის იყო, საოცრად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა.
მთელი ეზო აკლებული ჰქონდა შარიკას. ყეფდა, უცხოებს უღრენდა   , დასდევდა ბურთებს, ჩვენც დაგვდევდა . ერთი სიტყვით ცხოვრობა ისე, როგორც სხვა ძაღლები ცხოვრობენ ,არც უკეთესად, არც უარესად.  უჩვეულო ის იყო, რომ ეზოს გარეთ არასოდეს გასულა.პატრონს არ მოშორებია. ერთ დაძახებაზე მასთან გაჩნდებოდა ხოლმე.

chemi ca
მაკო ბებო და შარიკა უერთმანეთოდ ვერ წარმოგვედგნა  . სულ ერთმანეთის კუდში დაბორიალობდნენ და ისინი ცალ-ცალკე არც არავის უნახავს. მე არ ვიცი როდის მოიყვანეს ის ჩვენს ეზოში, მაგრამ ბავშვობა მის გარეშე არ მახსენდება.

2005 წლის ზაფხული იდგა, მე-8 კლასში გადავდიოდი და როგორც წინა შვიდ ზაფხულს,
ახლაც არდადეგებს სოფელში ვატარებდი. ეს ზაფხული არაფრით გამოირჩეოდა წინა შვიდი ზაფხულისგან. ერთი ის იყო 40 გრადუსი სიცხის გამო უფრო ხშირად დავდიოდით იმ ტბაზე, ჯაფარიძის ტბას რომ ეძახდნენ და ყველაფერს რომ ჰგავდა ტბის გარდა.
იმ საღამოს ადრე დავბრუნდით, როგორც ყოველთვის, მაკო ბებოს ტყემალს მივაშურეთ. ტოტების ტკაცა-ტკუცი რომ ატყდა, უცებ ყეფა შემოგვესმა. ჩვენს უკან შარიკა იდგა და თითქოს გაბრაზებული გვიყეფდა, გვიღრენდა და მე მომეჩვენა რომ ნაწყენიც იყო. ვერ გაგვეგო რა ხდებოდა..შემდეგ ერთხანს მოგვაჩერდა, მერე კი სახლისკენ გასწია. ჩვენ შეშინებულები კარისკენ წამოვედით, მაგრამ შარიკამ ისევ დაგვიყეფა, გავჩერდით, შარიკა თთქოს გვეძახდა. ის მივიდა სახლთან, თათით შეაღო კარი,მობრუნდა და  შემოგვხედა.. ნელა შევედით ოთახში, შარიკამ შემასწრო, მაკო ბებოს საწოლთან მივიდა და მწოლიარეს ხელები აულოკა. მაკო ბებოს თვალები დაეხუჭა და ძალიან, ძალიან მძიმედ სუნთქავდა. მე წავედი და ბებოს დავუძახე. მთელმა სამეზობლომ მოიყარა თავი შარიკას ეზოში. მაკო ბებოს ექიმმა ვეღარ უშველა.. შარიკა კი იდგა კართან და ჩვენ ყველა ისე ვუთანაგრძნობდით მას, როგორც ერთადერთ ჭირისუფალს.
ყველამ  ვიტირეთ იმ დღეს . ტიროდა შარიკაც. გასვენების დროს კი გაეკიდა მანქანას, არა ისე როგორც ძაღლები მისდევენ, ის გაეკიდა ერთადერთ და საყვარელ პატრონს.. და მას შემდეგ აღარც გვინახავს ჩვენს ეზოში. რატომღაც არავის გაგვკვირვებია შარიკას წასვლა. ეზო კი დაცარიელდა, თითქოს რაღაც დააკლდა, რაღაც მაცოცხლებელი, ის, რაც უნდა ყოფილიყო და იყო დღემდე.
არავინ უკითხავს სად იყო შარიკა. ეს ისედაც ყველამ იცოდა.
ერთ საღამოს პაპა მოვიდა ტყიდან ..
მაკო ბებოს საფლავთან მისულა, ყვავილები მიუტანია. ამ დროს კი ნაცნობი ყეფა შემოესმა. ბალახებიდან შარიკამ ამოყო თავი. მივიდა პაპასთან და ხელები აულოკა. დიდხანს ისაუბრეს პაპამ და შარიკამ. პაპას ისიც კი უთხოვია ჩვენს ეზოში დაბრუნდიო, მაგრამ შარიკა ისევ იქ დარჩენილა.. პაპა რომ წამოსულა კიდევ ერთხელ მიუხედია იქით. ისიც  იდგა და მზერით აცილებდა პაპას, როგორც საყვარელ სტუმარს.
ახლა, როცა უკვე 9 წელი გავიდა  .. ამდენი ხნის შემდეგაც კი, მაკო ბებოს ნასახლარს რომ ვხედავ, არც მახსოვს რომ აღარ არის, მგონია ახლა   გამოვა და კუდში მოყვება ჩვენი თეთრბეწვა შარიკა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s