ლაშა – გიორგი


    ჩემმა ლექტორმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ, გამომიქვეყნა ჩემი წერილი “ხელოვნების სასახლის” facebook -ის გვერდზე. რის გამოც დიდ მალდობას ვუხდი მას.
“საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის ,      ანა ბეჟაშვილის ერილი “

 

”ლაშა – გიორგი” – აზრები მეფის ფრესკასთან
(ფრესკის ასლი შესრულებული ტატიანა შევიაკოვას მიერ. დაცულია ხელოვნების სასახლის ოქროსფერ დარბაზში)

აშა-გიორგი, მეფე რომლის მიმართაც არაერთგავოვანი დამოკიდებულება გააჩნიათ ისტორიკოსებს.. რატომ მოსწონთ ან არ მოსწონთ ის, რით გამოირჩევა სხვა მონარქებისგან, რა შეცდომები დაუშვა და ვინ იყო ლაშა-გიორგი, ძლიერი ადამიანი თუ სუსტი მეფე?!

თამარის ვაჟი – ეს ორი სიტყვა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, რა პატივი და დიდება სდევდა თან ახალგაზრდა მეფეს ბავშვობიდან. ტახტის მემკვიდრის და შემდეგ უკვე მეფის უზრუნველ ცხოვრებასა და დროსტარების სიყვარულზე ჰყვებიან ისტორიკოსები. მას თითქოსდა ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა ემართა სახელმწიფო სწორად, არ დაეშვა ის შეცდომები, რომლის გამოც დღეს წერენ, რომ სუსტი მეფე იყოო. მას შეეძლო დაეტოვებინა ლეგენდები თავის მმართველობაზე, ისე როგორც ეს დიდ მეფეს ეკადრება.

ალბათ იბადებიან ძლიერი მეფეები და ძლიერი ადამიანები, ალბათ არსებობს ადამიანური კანონები, რომლებსაც არ სცნობენ დიდი მეფეები…
Image
ლაშა-გიორგი ერთადერთია ბაგრატიონთაგან, რომლის სიყვარულის ისტორიაზეც მუდმივად წერენ. ჰყვებიან უფრო მეტს მის გრძნობებზე ვიდრე მის მმართველობაზე. იქნებ სიყვარულისთვის ბრძოლა არანაკლები გმირობაა, მით უფრო თუ ეს სიყვარული აკრძალულია? ლაშა-გიორგის მიჯნურობაც ტაბუდადებული იყო. აკრძალული გახლდათ იმიტომ, რომ მეფის მიჯნურს, უკვე გათხოვილ ქალს მეფური წარმომავლობა არ ჰქონდა- ამ სიყვარულს კი ”ველისციხელი ქალი” ერქვა.

მეფე მთელ ქვეყანას დაუპირისპირდა და მის გამო დაარღვია წესები, აღუდგა დარბაზის სურვილს და მიუხედავად იმისა, თუ რა იქნებოდა ქვეყნისთვის უკეთესი ველისციხელი ქალი მაინც მიჯნურად გაიჩინა.

მაშინ ამბობდნენ, რომ ეს არ იყო სწორი, ახლაც ასე ამბობენ.. ჰყვებიან იმასაც, რომ მეფეს არ უნდა ჰქონდეს პირადი ცხოვრება, არ აქვს სიყვარულის უფლება. თუმცა დღეს , როცა ლაშა – გიორგიზე ვწერთ, ყოველთვის მის სიყვარულს ვიგონებთ. მოგვწონს ეს ყველაფერი, იმის გაგება, რომ ხელმწიფემ სიყვარულისთვის ყველა წესი დაარღვია.

მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, იყო თუ არა ეს სწორი ქვეყნისთვის, ამაზეც ამბობენ, რომ არ ეგებოდაო! ლაშა-გიორგის ცხოვრება ყოველთვის მოულოდნელობებით იყო სავსე, ყოველთვის აკვირვებდათ ისტორიკოსებს მისი ქმედებები, რასაც აკეთებდა მეფისთვის შეუფერებლად ჩანდა!. მისი სიკვდილიც უცნაური და მოულოდნელი იყო. იქნებ იმიტომ, რომ შეცდომები დაუშვა, ან იქნებ არც დაუშვა და ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, ის უნდა დარჩენილიყო მეფედ რომელმაც სიყვარულისათვის სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლა!”

Leave a comment