ჩემი სოფლის ლამპიონები


ემი სოფლის  გზადკეცილზე 68 ლამპიონია,  ეს მე ზუსტად არ ვიცი. უბრალოდ ასე მგონია. მაგრამ ვიცი, მე ეს ლამპიონები, ყველა სხვა ლამპიონზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.  

ერთი, ორი, სამი, ოთხი.. ყოველ ზამთარს და ზაფხულს, ზოგჯერ  ანათებენ,  ზოგჯერ არა. ეს იყო ადრე, მილიონი წლის წინ, როცა მივყვებოდი  ათასჯერ გავლილ გზას.

ჩემს სოფელს ზემოდან ელიის მთა გადმოჰყურებს, რომელზეც თუ ახვალთ, ხელისგულივით პატარა ტბას დაინახავთ. სოფელს მე ვეძახი, თორემ, სინამდვილეში პატარა ქალაქია, სადაც ღამღამობით მატარებელი გუგუნებს, ძაღლები ყეფენ , ცა კი ვარსკვლავებითაა მოჭედილი. დღისით უბრალოდ მატარებელი გუგუნებს და ძაღლები ყეფენ.. სხვა არაფერი ხდება. მაგრამ, მე ,ის მაინც ,ყველა სხვა ქალაქზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. რადგან... იქ წავიკთხე პირველი წიგნი, და იქ მასწავალა დედამ ხატვა.

Image

აშინ, როცა სულ რამდენიმე დღე იყო დაეფარა თოვლს,  მეგონა, რომ  თოვლის ბაბუას მზე ვერ ადნობდა, კიდევ მეგონა, რომ იქ ან სულ ახალი წელი, ანდა სულ ზაფხული იყო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მე აღარ ვითვლი ლამპიონებს ჩემი სოფლის გზადკეცილზე, ან ვითვლი, მაგრამ მერევა თვლა, დ ა უკვე აღარც მახსოვს სულ რამდენია. აღარ გავრბივარ სულმოუთქმელად გზას, მანქანიდან სახლამდე, აღარ ავრბივარ ათასჯერ და მილიონჯერ არბენილ კიბეებს.. მივდივარ ჩვეულებრივ ,როგორც სხვები და კიბეებზე ვხედავ იმ თამაშებს, იმ ტირილს, იმ სიცილის, იმ წაქცევას და უსაშველოდ, უსაშველოდ ბედნიერ ბავშვობას.
წიგნების კარადასაც ისე ჩავუვლი, ვერც კი ვამჩნევ

წიგნს, სადაც მთელი ჩემი ბავშვობა ეტევა.. “როგორ ხარ ტომ..” ვკითხავ ფიქრებში და თითქოს ვუბოდიშებო, რომ არ ვშლი, ისე ჩავუვლი გვერდზე.
Image

დაკარგულ, ძველ ნივთს რომ იპოვი დიდი ხნის ძებნის შემდეგ და ბუნდოვნად რომ ჩაგირბენს თვალწინ შენი ცხოვრების მომენტები, უსაშველოდ ახლობელი , მაგრამ მივიწყებული.. ჩემთვის, ყველა ის ზაფხული რომელსაც იქ ვატარებ, ერთ-ერთი მომენტია.
თეთრბეწვა შარიკაც აღარ მხვდება ეზოში..თავქუდმოგლეჯილიც აღარ გავრბივარ, მუხლებსაც აღარ ვიმტვრევ სირბილით..მაგრამ თითოეული ფოთოლი და კენჭი, თითოეული მიწის ღარი, ყოველთვის იქნება ჩემი..
მსოფლიოში მილიარდი ლამპიონია, მეტი ან ნაკლები.. მაგრამ ჩემი სოფლის ლამპიონები, ყველა სხვა ლამპიონზე მეტად მიყვარს, ამქვეყნად…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s