მადლობა დედა !


მე შვიდი წლის ვარ, და ჯერ ვერ ვხვდები, რატომ იცვლიან ხეები ფერს,
სკოლიდან ისევ ვბრუნდები სახლში ,და ვხედავ ისევ მთავრდება დღე..
მე ჯერ ვერ ვამჩნევ ,ყოველდღე, თითქოს,ფერები როგორ ეცვლება ცას,
სკოლაში ვტირი,დედა მამშვიდებს, და ჩვენ ორივე მივყვებით გზას.

და მე არ ვიცი რატომ მეძახის დედა სახლიდან როდესაც თოვს,
და მე არ ვიცი ჩემი მწვერვალი, ჩემი სახლიდან ,რატომ ჩანს შორს,
სკოლიდან გზაში ვტირივარ ისევ და დედა ამბობს „ნუ ტირი გთხოვ“,
და მერე ისევ მიკითხავს ზღაპრებს,იმ ზღაპრებს ,რომ ვერ აძველებს დრო.

10154321_305588569598631_1071008997173869355_n

დღეს თვრამეტის ვარ და უკვე ვიცი,რატომ იცვლიან ხეები ფერს,
სკოლიდან აღარ ვბრუნდები სახლში,აღარ  მახარებს ფიფქები დღეს,
და თითქოს ვამჩნევ ისევ და ისევ, ფერები როგორ ეცვლება ცას,
და აღარ ვითვლი ნაბიჯებს თოვლში , სახლისკენაც კი ,სულ სხვა მაქვს გზა..

მაგრამ მე ვხედავ ,მეძახდა დედა , როცა ქუჩაში ვიჭერდი თოვლს,
და ისიც მახსოვს როგორ მიკვირდა,როცა ჩემს ფოთლებს აჭკნობდა დრო.
დღეს კი მე შორს ვარ ,და უკვე ვფიქრობ, ფერები რატომ ეცვლება ცას,
ვიხსენებ მამა რომ ბრუნდებოდა ,ვიხსენებ კარის გაღების ხმას..

 

მახსოვს ჩემი ძმის პატარა წიგნი, და ისიც როგორ მიყვარდა მზე,
და ვხედავ როგორ მივყვები ქუჩას, როცა საღამო კვლავ ცვლიდა დღეს..
ალბათ ის სახლსაც დათოვდა თეთრად,
მე კი დღეს სხვაგან ვუყურებ თოვლს,
მე 18-ის ვარ და აღარ მიკვირს რატომ შეცვალა ოცნება დრომ..

მე აღარ ვტირი,  მაგრამ,შენ, დედა,ისევ და ისევ მამშვიდებ დღეს,
შენ მე მასწავლე ხატვა და კითხვა,და შენ მასწავლი სახლისკენ გზებს,
დედა, შენ მიცავ, როცა მე ვტყუი, მასწავლე როგორ დავხატო ცა,
შენ მაცმევ თბილად, როგორც წლების წინ, როდესაც თოვლი ათეთრებს გზას..

და შენ მამშვიდებ როდესაც ვტირი,ისე როგორც ვერ მამშვიდებს სხვა,
შენ არ გჭირდება ახსნა და თხოვნა ,ასე უთქმელად მაჩუქებ ცას,
დედა,შენ ერთხელ მასწავლე ხატვა და ვიცი, ჩემთვის იღიმი დღეს,
გმადლობთ! ერთხელ რომ იცრუე თითქოს, თოვლის ბაბუას ვერ ადნობს მზე..Image

Advertisements

9 thoughts on “მადლობა დედა !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s